Thumbnail

დავიდ ვილას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ - პრაქტიკანტის ჩვენება

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • ნიუ იორკ სიტის პრაქტიკანტი ამტკიცებს, რომ ვილა მას ავიწროებდა
  • კლუბიდან წასვლა სწორედ ამის გამო მოუწია
  • არც ვილას და არც კლუბს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია

ნიუ იორკ სიტის პრაქტიკანტი დავიდ ვილას სექსუალურ ნიადაგზე შევიწროებაში ადანაულებს. მისი თქმით, სწორედ ამიტომ შეიცვალა მუშაობის სფერო. 

სკაილერი, ნიუ იორკ სიტის პრაქტიკანტი: "შევიწროება და დამცირება, რომელიც მე სიტიში გავიარე, იმდენად საშინელი იყო, რომ პროფესიონალური სპორტი დღემდე მაშინებს. სტადიონზე მისვლისაც კი მეშინია. საერთოდ შევიცვალე სამუშაო სფერო. როცა სტაჟირებაზე მივედი, მეგონა, რომ ეს ჩემი ოცნების სამუშაო იყო. არადა, დავიდ ვილა ყოველდღე ხელებით შეუფერებლად მეხებოდა. კლუბში ეს არავის ადარდებდა. მხოლოდ იცინოდნენ. ვილა იმდენად საშინელი ადამიანია, რომ ჩემთვის სახელიც კი არასოდეს უკითხავს. ერთი დღეც არ გასულა, როცა ის არ მეხებოდა ან სიტყვებით არ მავიწროებდა".

პრაქტიკანტმა ნიუ იორკ სიტი სწორედ ვილას გამო დატოვა. ეს ამბავი სულ რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი და არც ნიუ იორკ სიტის, არც დავიდ ვილას, კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

დავიდ ვილა MLS-ში ოთხი სეზონის განმავლობაში თამაშობდა და 117 თამაშში 77 გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები