Thumbnail

ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური ცივი იარაღით დაჭრეს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ვეტერანი ქართველი ძიუდოისტი ახმეტის საავადმყოფოში იმყოფება
  • მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ოლიმპიური ჩემპიონი და ვეტერანი ქართველი ძიუდოისტი ზურაბ ზვიადაური დაჭრეს. როგორც ირკვევა, მას ჭრილობა ცივი იარაღით გულმკერდის არეში მიაყენეს.

ზვიადაური ამჟამად ახმეტის რაიონულ საავადმყოფოში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ინციდენტის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. ვარაუდობენ, რომ შემთხვევა ნასვამ მდგომარეობაში მყოფ სუფრის წევრებს შორის შელაპარაკებამ გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ზვიადაურმა 2004 წელს, ათენის ოლიმპიურ თამაშებზე 90 კგ. წონით კატეგორიაში მაოხერხა ოქროს მედლის მოგება. შემდგომში ის საქართველოს პარლამენტის წევრიც იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები