Thumbnail
  • ლიგის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება კალათბურთელთა უსაფრთხოების გამო მიიღო
  • საგამოფენო მატჩები სტარტს 22 ივლისს აიღებს და 29 ივლისამდე გაგრძელდება

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) საგამოფენო მატჩები 12-ის ნაცვლად, 10-წუთიანი მეოთხედების ფორმატით ჩატარდება. ლიგის ხელმძღვანელობამ ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ გუნდების უმრავლესობა არასრული შემადგენლობებით ითამაშებს, დროის შემცირება კი, კალათბურთელებს ტრავმიანობასაც თავიდან აარიდებს.

შეგახსენებთ, რომ NBA-ს გუნდები უკვე ჩასულნი არიან ორლანდოში, სადაც საკონტროლო მატჩები (თითოელი მონაწილე სამ შეხვედრას ჩაატარებს) სტარტს უკვე 22 ივლისს აიღებს და პირველს კლიპერსისა და ორლანდოს მატჩს ვიხილავთ. გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსი სასტარტო შეხვედრას 23 ივლისის საღამოს პორტლენდთან გამართავს.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ჰიუსტონი
  • ტორონტო
  • ბოსტონი
  • ფილადელფია
  • სხვა

NBA-ს გუნდების საწვრთნელი კემპი 29 ივლისს სრულდება, 30 ივლისიდან 14 აგვისტომდე რეგულარული სეზონის დარჩენილი მატჩები ჩატარდება, 17 აგვისტოს კი პლეი-ოფი აიღებს სტარტს. რესტარტში 22 გუნდი ჩაებმება, ხოლო ფინალური სერია 30 სექტემბრიდან 13 ოქტომბრამდე პერიოდშია დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები