Thumbnail

'უცნაურია, გრეპლერი ვარ და ბრძოლებს ნოკაუტით ვიგებ' - რომან დოლიძე

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი

ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ UFC-ში სადებიუტო გამარჯვება მოიპოვა. დოლიძემ წარმოშობით დაღესტნელ, თუმცა სანკტ პეტერბურგის სახელით მოასპარეზე - ხადის იბრაგიმოვს ნოკაუტით სძლია და პირველი ქართველი გახდა, რომელმაც პირველივე ბრძოლის მოგება ნოკაუტით შეძლო.

"ბედნიერი ვარ, რომ MMA-ის ამ დიდი ისტორიის ნაწილი გავხდი და ამისთვის ორგანიზაციას (UFC) მინდა მადლობა გადავუხადო." - ამბობს დოლიძე. "ცოტა უცნაურია, გრეპლერი ვარ, MMA-შიც დიდი გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ ბრძოლებს ნოკაუტით ვიგებ."

"2 წელია რაც MMA-ში ვარ და უკვე UFC-ში ვჩხუბობ, მაიკლ ბისპინგმა მკითხა არის თუ არა ეს ჩემი ოცნება... მე ვთვლი, რომ არა - მახარებს აქ ყოფნა, მაგრამ ცხოვრებაში სხვა მიზნები და ოცნებებიც მაქვს."

"22 წლის ვიყავი, როდესაც გრეპლერი გავხდი, მანამდე ფეხბურთს ვთამაშობდი, ბოდიში, "სოკერს"... სადაც ვარ და რასაც ვაკეთებ, მინდა იმ საქმეში საუკეთესო ვიყო."

ჟურნალისტმა დოლიძეს ხადის იბრაგიმოვთან აწონვის დროს მომხდარ მცირე შელაპარაკებაზე ჰკითხა - "დაღესტანს და საქართველოს ერთი ქედი ჰყოფს, ამ რეგიონში მცხოვრები ხალხი ისე არ ვიქცევით, როგორც იბრაგიმოვი აწონვაზე მოიქცა."

"ახლა ერთადერთი რაც მინდა, სანაპიროზე ჩასვლა და ცურვაა - ერთი კვირა სასტუმროს ნომერში ვიჯექი."

კომენტარები

ბოლო ამბები