Thumbnail

რომან დოლიძემ იბრაგიმოვი ნოკაუტით პირველივე რაუნდში დაამარცხა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • რომან დოლიძემ UFC-ში პირველივე ბრძოლა მოიგო
  • ქართველმა მებრძოლმა მეტოქე ნოკაუტში გაუშვა

ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ UFC-ში სადებიუტო გამარჯვება მოიპოვა. მან რუს ხადის იბრაგიმოვს ნოკაუტით სძლია და პირველი ქართველი გახდა, რომელმაც პირველივე ბრძოლის მოგება ნოკაუტით მოახერხა.

პირველი რაუნდის განმავლობაში იბრაგიმოვს გარკვეული უპირატესობა ჰქონდა, თუმცა ბოლო წუთზე რომანმა კარგი დარტყმა შეასრულა და იბრაგიმოვი ოქტაგონზე დააგდო, რის შემდეგაც მსაჯმა ქართველის გამარჯვება დააფიქსირა.

აბუ დაბიში, ''მებრძოლთა კუნძულზე'', ოქტაგონზე 2 ქართველი გავიდა და ორივემ თავიანთი ბრძოლების მოგება შეძლო. ლიანა ჯოჯუამ მტკივნეული ილეთით სძლია რუმინელ მეტოქეს, ხოლო რომან დოლიძემ მეტოქე ნოკაუტით დაამარცხა.

კომენტარები

ბოლო ამბები