Thumbnail

Football Talent Scout-ზე ამ ვებსაიტის დამაარსებელმა იაცეკ კულიგმა ხვიჩა კვარაცხელიას საოცარი დრიბლინგის ვიდეო გამოაქვეყნა როსტოვთან მატჩში...

"19 წლის ხვიჩა კვარაცხელიას საოცარი სოლო-რეიდი.როგორც ძალიან დიდი ხანის წინათ ვთქვი, საქართველოს მოთამაშეების საოცარი თაობა ჰყავს. დიდებული ქვეყანაა სკაუტებისთვის", - წერს იაცეკ კულიგი, რომელიც ბელგიაში მოღვაწეობს. Football Talent Scout-ს ტვიტერზე 120 ათასზე მეტი მიმდევარი ჰყავს, მათ შორის, რამდენიმე ოფიციალური სპორტული ორგანიზაცია. მაგალითად, პორტუგალიური კლუბი ფამალიკაო. 

სხვათა შორის, Football Talent Scout-მა ჯერ კიდევ 17 წლის კვარაცხელიას თამაში ყველანაირად შეაფასა და ასეთი დაკსვნა დადო: "8 ქულა 10 შესაძლებელიდან - ტოპ-ევროპული კლუბების ძირითადი შემადგენლობის კანდიდატი". 

კომენტარები

ბოლო ამბები