Thumbnail

თბილისის გრან პრი: კიდევ ერთი ოქრო - ვაჟა მარგველაშვილმა ფინალიც მოიგო

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • -66 კგ. წონით კატეგორიაში ოქროს მედალი ვაჟა მარგველაშვილმა მოიპოვა.
  • ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში ბრაზილიელი დანიელ კარნინი დაამარცხა.
  • თბილისის გრან პრის პირველი დღის ქართული მონაგარი: 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო.

ქართველი ძიუდოისტების ტრიუმფალური ასპარეზობა თბილისის გრან პრიზე ვაჟა მარგველაშვილმა გააგრძელა.

► თბილისის გრან პრი: ოთხი ქართული მედალი 60 კგ. წონით კატეგორიაში

-66 კგ. წონით კატეგორიაში ქართველი ძიუდოისტი ფინალში ბრაზილიელ დანიელ კარნინს დაუპირისპირდა.

მარგველაშვილი V კარნინი

მარგველაშვილის უპირატესობა მთელი ორთაბრძოლის განმავლობაში იგრძნობოდა, თუმცა ბრაზილიელმა ბოლომდე იბრძოლა და ძალიან დაძაბული პაექრობა გამოვიდა.

ძირითადი დროის ბოლო წამებზე მარგველაშვილმა ილეთი შეასრულა, მსაჯმა ვაზარი დააფიქსირა და თითქოს, ქართველმა ძიუდოისტმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა. თუმცა, ეპიზოდი მსაჯთა კოლეგიამ განიხილა და ვაზარი გააუქმა, ჭიდაობა კი დამატებით დროში გადავიდა.

ვაჟა მარგველაშვილის უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა, ბრაზილიელმა ძიუდოისტმა კი მორიგი გაფრთხილება მიიღო და ქართველმა ფალავანმა ოქროს მედალი მოიპოვა.

თბილისის გრან პრის პირველი დღის ქართული მონაგარია: 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო

ვაჟა მარგველაშვილი

კომენტარები

ბოლო ამბები