Thumbnail
  • ესპანური კლუბი ახალი სეზონს ახალი მწვრთნელით დაიწყებს
  • ვალენსიაში 2019-2020 წლების სეზონში სამმა მწვრთნელმა იმუშავა

ესპანური ვალენსია ახალი სეზონისთვის მზადებას უკვე იწყებს. ესპანური პრესის ინფორმაციით, გუნდს 2020-2021 წლების სეზონიდან ხავი გრასია გაწვრთნის, რომელიც ბოლოს უოტფორდში მუშაობდა.

აღსანიშნავია, რომ გრასიამ ინგლისური კლუბი 35-წლიანი პაუზის შემდეგ FA CUP-ის ფინალში გაიყვანა, თუმცა ამ სეზონის სტარტზე, ცუდი ასპარეზობის გამო, კლუბიდან გაუშვეს.

ვალენსიაში ამ სეზონში სამმა სპეციალისტმა იმუშავა. გუნდმა სეზონის სტარტზე მარსელინო გარსია გაუშვა, რის შემდეგაც კლუბს ალბერტ სელადესი წვრთნიდა, რომელიც ბოლოს ვორომ ჩაანაცვლა. ვალენსია მიმდინარე სეზონში ევროპალიგაზე გასვლის შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს. მათ ბოლო ტურში სევილიასთან გამარჯვება სჭირდებათ.

კომენტარები

ბოლო ამბები