Thumbnail

დაბრუნება 23 წლის შემდეგ? ბარსას ლორან ბლანის კანდიდატურა შესთავაზეს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ჟორჟე მენდეში ბარსელონას დაუკავშირდა
  • კიკე სეტიენის დღეები ბარსაში დათვლილია?

მსოფლიოში ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა, პორტუგალიელმა ჟორჟე მენდეშმა ბარსელონას ლორან ბლანის კანდიდატურა შესთავაზა - წერს Mundo Deportivo...

შეგახსენებთ, რომ ბარსას 61 წლის კიკე სეტიენი ხელმძღვანელობს, რომელმაც პანდემიის შემდეგ განახლებულ ლა ლიგაში ლიდერობის შენარჩუნება ვერ შეძლო და ტიტული ზინედინ ზიდანის რეალს გადაულოცა. მისი მომავალი კატალონიურ გრანდში ბუნდოვანია. 

ლორან ბლანი ბარსელონაში

ფრანგულ მედიას თუ დავუჯერებთ, ლორან ბლანის კანდიდატურა მენდეშმა ჯერ ვალენსიას შესთავაზა, რომელიც რამდენიმე დღის წინათ უმწვრთნელოდ დარჩა,. 

54 წლის ლორან ბლანს ბორდოში, საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში და პარი სენ-ჟერმენში უმუშავია. მას წინადადება ფენერბაჰჩედან და გაერთიანებული საამიროებიდან ჰქონდა, მაგრამ ფრანგს იქ მუშაობა არ სურს. ლორან ბლანი ფეხბურთელობისას ცენტრალური მცველი იყო, მან ნაკრებში 97 მატჩში 16 გოლი გაიტანა. ნაკრების რიგებში ის მსოფლიოსა (1998) და ევროპის (2000) ჩემპიონი გახდა. 

ბარსელონა ლორან ბლანისთვის სულაც არ არის უცხო კლუბი, 1996 წელს ის ოსერიდან სწორედ კატალონიაში გადავიდა (28 თამაში, 1 გოლი). ბარსას რიგებში მან კოპა, სუპერკოპა და უეფას თასი მოიგო. 

კომენტარები

ბოლო ამბები