Thumbnail
  • 'კრიზისი, კრიზისი, კრიზისი, ფული არავის აქვს, უიმედობა სუფევს და მერე უცბად ბუმ!'
  • ანდრეა ტრინკიერის კომენტარი ევროლიგაში მომხდარ ხმაურიან გარიგებებზე

მიუნხენის ბაიერნის ახლადდანიშნული მთავარი მწვრთნელი ანდრეა ტრინკიერი ევროლიგაში ბოლო პერიოდში მომხდარ ტრანსფერებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უმეტესობა მათგანით, მათ შორის თორნიკე შენგელიას ცსკა-ში გადასვლით გაოცებულია. ცხადია, იტალიელ სპეციალისტს ის არ აფიქრებს, ქართველმა კალათბურთელმა რუსული კლუბი რატომ აირჩია. მისთვის უცნაური ისაა, რომ ასეთი ხმაურიანი გარიგებები ფინანსური კრიზისის დროს ხორციელდება.

“მართალი გითხრათ, გაოცებული ვარ. კრიზისი, კრიზისი, კრიზისი, ფული არავის აქვს, უიმედობა სუფევს და მერე უცბად ბუმ! დიდი გარიგებები, დიდი სახელები, დიდი კონტრაქტები. ასეთ ფონზე ჩვენ განსხვავებული გზით უნდა წავიდეთ. არ ვამბობ, რომ ახალი კალათბურთელების დამატება საჭირო არაა, უბრალოდ, ვთვლი, რომ კარგი გუნდის შეკვრა სხვაგვარადაც შეიძლება”.

თორნიკე შენგელია ბასკონიას 318 მატჩის შემდეგ დაემშვიდობა

ტრინკიერის კომენტარს Eurohoops-ი ავრცელებს, რომელიც დასძენს, რომ იტალიელ მწვრთნელს მხედველობაში, პირველ რიგში, თორნიკე შენგელიასა და ნიკოლა მილიტუნოვის ცსკა-ში ტრანსფერები ჰქონდა. ხმაური გამოიწვია მილანის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმაც. იტალიელებმა ხომ კაილ ჰაინსი და მალკოლმ დილეინი შეიმატეს.

ცნობისთვის, 51 წლის ტრინკიერი ევროპაში ცნობილი სპეციალისტია და იტალიური კანტუში მანუჩარ მარკოიშვილთანა და გიორგი შერმადინთან ერთად უმუშავია. ამას გარდა, წვრთნიდა რუსულ უნიკსს, გერმანულ ბროზე ბამბერგს, სერბულ პარტიზანსა და საბერძნეთის ნაკრებს.

📋 მეტი ამ თემაზე:

კომენტარები

ბოლო ამბები