Thumbnail

ჭიკაძე აგვისტოში იჩხუბებს - გიგას მეტოქე ცნობილია

  • გიგა ჭიკაძე UFC-ში მე-4 ბრძოლას ჩაატარებს
  • გიგას მეტოქე UFC-ს ვეტერანი ალექს კასერესი იქნება

ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე მორიგ ბრძოლას გამართავს. გიგას მეტოქე UFC-ს ვეტერანი ალექს კასერესი იქნება. ქართველისთვის ეს UFC-ს ისტორიაში მე-4 ბრძოლა იქნება.

გიგა კასერესის წინააღმდეგ 9 აგვისტოს იჩხუბებს. ქართველს UFC-ში 100-პროცენტიანი შედეგი აქვს, მას 3-დან 3 ბრძოლა აქვს მოგებული. გიგამ პირველ სამ ბრძოლაში ჯამალ ემერსი, ბრენდონ დევისი და ირვინ რივერა დაამარცხა.

კასერესს UFC-ში ბოლო ორი ბრძოლა მოგებული აქვს. მან პეტერსონისა და ჰუპერის დამარცხება მოახერხა. ქომაგთა უმეტესობა სოციალურ ქსელში წერს, რომ გიგასგან სანახაობრივ ჩხუბს ელიან.

კომენტარები

ბოლო ამბები