Thumbnail
  • ივლისის გადადებული ტესტი სამხრეთ აფრიკასთან გაუქმდა
  • 21 ივლისს სამხრეთ აფრიკის რაგბის შეფი პრესკონფერენციას გამართავს

21 ივლისს სამხრეთ აფრიკის რაგბის შეფი იურიე რუ ონლაინ პრესკონფერენციას გამართავს, მაგრამ AFP-ის ინფორმაციით, ჩვენთვის ყველაზე საინტერესო საკითხზე გადაწყვეტილება მიღებულია...

ივლისში საქართველოს ნაკრების ტურნე იგეგმებოდა სამხრეთ აფრიკაში, რომლის ბოლოს "ბორჯღალოსნებს" 18 ივლისს, ნელსონ მანდელას იუბილეზე ''ბორჯღალოსნებისა'' და ''ბოკეს'' ტესტ-მატჩი პორტ-ელიზაბეტში, ''ნელსონ მანდელა ბაი სთედიუმზე'' უნდა გამართულიყო, მაგრამ ახალი კორონავირუსის პანდემიამ ყველაფერი არია.

მაისში მსოფლიო რაგბიმ ივლისის ტესტები გაურკვეველი ვადით გადადო, თუმცა სამხრეთ აფრიკის რაგბის შეფებმა დაადასტურეს, რომ ტესტები შოტლანდიასთან (2) და საქართველოსთან არ უქმდებოდა. სავარაუდო, თარიღად კი ოქტომბერი დასახელდა.

სამწუხაროდ, სამხრეთ აფრიკაში სიტუაცია არ გამოსწორებულა - ქვეყანაში 14 მარტის შემდეგ რაგბი არ უთამაშიათ, მხოლოდ ორშაბათიდან 8 სარაგბო კლუბს მიეცა უფლება დაიწყო ვარჯიშები... კონტაქტის გარეშე. მსოფლიოს თასის გამარჯვებულ სამხრეთ აფრიკის სარაგბო ნაკრებს კი იაპონიის შემდეგ არ უთამაშია. სამხრეთ აფრიკის რაგბის შეფები იმედს იტოვებენ, რომ 2020 წელს "ქურციკები" 1-2 მატჩს მაინც ჩაატარებენ.

ასე რომ, უკვე ცნობილია და 21 ივლისს ოფიციალურად გამოცხადდება: სამხრეთ აფრიკის რაგბიმ ივლისის ტესტ-მატჩები შოტლანდიასთან და საქართველოსთან გააუქმა. "ქურციკები იძულებულნი გახდნენ სამი საშინაო ტესტი გაეუქმებინათ", - წერს AFP. 

საქართველოს ნაკრები წლეულს სამხრეთ ნახევარსფეროში ვერ გაემგზავრება, ვერ გამართავს იქ მატჩებს და ვერც მსოფლიოს თასის გამარჯვებულს ეთამაშება ტესტს. 

კომენტარები

ბოლო ამბები