Thumbnail

ყაზანის რუბინის ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის 29-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. 19 წლის შემტევი ტურის საუკეთესო 11-ეულში პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა InStat-ის ვერსიით შეიყვანა.

ხვიჩამ როსტოვთან შესანიშნავი თამაში ჩაატარა და მიუხედავად იმისა, რომ გოლი არ გაუტანია, მოედანზე გამორჩეული იყო - მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზიც მიიღო. კვარაცხელია ზედიზედ მეორედ მოხვდა ტურის სიმბოლურში, წინა შემთხვევაში ის გამოცემა Championat-მა გამოარჩია.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას რუსულ პრემიერლიგაში 26 მატჩი აქვს ჩატარებული, 3 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

📺 ვიდეო: ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო მომენტები როსტოვთან

კომენტარები

ბოლო ამბები