Thumbnail
  • გიორგი ცეცაძე ლვოვში ჯერჯერობით მოუგებლად მუშაობს
  • ქართველი მწვრთნელი ნიჭიერ უკრაინელ ფეხბურთელებზე საუბრობს

უკრაინული ლვოვი გიორგი ცეცაძის ხელმძღვანელობით გამარჯვების გარეშე ასპარეზობს. მას შემდეგ, რაც კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ქართველი სპეციალისტის დაინიშნა, ორ ფრეს, ორი წაგება მოჰყვა. ლვოვმა ბოლო ტურში დონეცკის ოლიმპიკთან 1:5 წააგო, მიუხედავად იმისა, რომ ამ შეხვედრაში ანგარიში ლვოველებმა გახსნეს.

"წინა თამაშში 18 წუთში ორი გოლი გავიტანეთ, ახლაც იგივე მოხდა. პირველ რიგში ეს მოწინააღმდეგეზეა დამოკიდებული. ჩვენს გოლამდე უკეთესად ვთამაშობდით, ამის შემდეგ მთელი მატჩი მეტოქემ უკეთ ჩაატარა. ფაქტია, გუნდური თამაში საკმარისი არ არის, ინდივიდუალური შეცდომები გვაქვს. მეორე გუნდის წევრებს ვუყურებ, არიან კარგი ფეხბურთელები და შეიძლება რამდენიმე ვათამაშო. ისინი ახლაც ჩვენთან ერთად ვარჯიშობენ. ვორსკლასთან თამაშის შემდეგაც ვთქვი: სასიამოვნოდ მიკვირს, რომ უკრაინაში უამრავი ფეხბურთელია, რომელთაც თანამედროვე ფეხბურთის თამაში შეუძლია. ეს კარგია უკრაინისთვის იმიტომ, რომ ხვალ და ზეგ თუ არა, რამდენიმე წელიწადში შეიძლება ახალი შევჩენკო და რებროვი გამოჩნდეს. ამ ფეხბურთელებში პოტენციალს ვხედავ,“ - თქვა ცეცაძემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ცეცაძემ ლვოვი სამი კვირის წინ ჩაიბარა. მის გუნდს უკრაინის ჩემპიონატში ადგილი შენარჩუნებული აქვს, სეზონის ბოლო ტურში კი 19 ივლისს, მარიუპოლს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები