Thumbnail

ლეო მესი: თუ ჩემპიონთა ლიგის მოგება გვინდა, ბევრი რამ უნდა შევცვალოთ!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ლიონელ მესის პირველი კომენტარი რეალის გაჩემპიონების შემდეგ
  • არგენტინელი ბარსელონაში ბევრი რამის შეცვლას ითხოვს

ლიონელ მესი მადრიდის რეალის ჩემპიონობას გამოეხმაურა. არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ოსასუნასთან წაგებული მატჩის (1:2) შემდეგ აღნიშნა, რომ კატალონიურმა გრანდმა არცისე კარგი სეზონი ჩაატარა.

'ისეთ მატჩებში ვკარგავდით ქულებს, რომლებიც აუცილებლად უნდა მოგვეგო'

“რეალმა თავისი საქმე გააკეთა. სეზონის განახლების შემდეგ ისინი ქულებს არ კარგავდნენ. მათ ჩემპიონობაში ჩვენც დავეხმარეთ,” - აღნიშნა მესიმ და დასძინა: “ჩვენ ბარსელონა ვართ და ეს იმას ნიშნავს, რომ ვალდებულები ვართ, ყველა თამაში მოვიგოთ. ახლა აუცილებელია ჩვენი თამაშის გაანალიზება. ფაქტია, რომ ბარსელონა არ იყო სტაბილური. ისეთ მატჩებში ვკარგავდით ქულებს, რომლებიც აუცილებლად უნდა მოგვეგო. ფანებს ვერ ვახარებთ. თუ ჩემპიონთა ლიგის მოგება გვსურს, ბევრი რამ უნდა შევცვალოთ.”

შეგახსენებთ, რომ მადრიდის რეალმა ესპანეთის ჩემპიონობა 37-ე ტურის შემდეგ გაინაღდა. ზინედინ ზიდანის გუნდმა ვილიარეალს 2:1 მოუგო, ბარსელონა კი ოსასუნასთან 1:2 დამარცხდა.

📺 ვიდეო: ბარსელონა 1:2 ოსასუნა (მიმოხილვა)

📺 ვიდეო: რეალი 2:1 ვილიარეალი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები