Thumbnail
  • სანის ინფორმაციით, პოლ პოგბა ახალ კონტრაქტს გააფორმებს
  • ფრანგი ფეხბურთელი ინგლისში თავს კარგად გრძნობს

პოლ პოგბამ მანჩესტერ იუნაიტედთან კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტა. ფრანგმა ფეხბურთელმა, რომელიც გუნდის დატოვებას ფიქრობდა, გადაწყვეტილება შეცვალა.

Sun-ის ინფორმაციით, პოგბას კლუბში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო პოზიტიური განწყობა დაუბრუნდა და თანახმაა, „წითელი ეშმაკების“ რიგებში ისევ ითამაშოს.

საუბარია 5-წლიან ახალ კონტრაქტზე, რომლის ფინანსური დეტალები არ გავრცელებულა. ფრანგ ფეხბურთელს ინგლისურ გრანდთან მიმდინარე ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

პოგბას იუნაიტედში 150 მატჩში 32 გოლი აქვს გატანილი

პოგბა „ოლდ ტრაფორდზე“ 2016 წელს იუვენტუსიდან გადავიდა. მიმდინარე სეზონში ტერფის ტრავმის გამო მატჩების უმეტესი რაოდენობა გამოტოვა, რის გამოც მოედანზე მხოლოდ 15-ჯერ გავიდა (1 გოლი, 4 საგოლე პასი).

 

კომენტარები

ბოლო ამბები