Thumbnail

'ქართველებს მეტი შეგვიძლია, ეს მხოლოდ დასაწყისია' - ინტერვიუ რომან დოლიძესთან

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • რომან დოლიძე UFC-ში პირველ ბრძოლას ჩაატარებს
  • ქართველი მებრძოლის მეტოქე ხადის იბრაგიმოვი იქნება

UFC-ის გადაწყვეტილებით, ივლისის ტურნირების სერიის აბუ დაბიში, "მებრძოლთა კუნძულზე" ტარდება. ქართველმა მებრძოლმა ლიანა ჯოჯუამ აბუ დაბიში უკვე იჩხუბა და UFC-ში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

აბუ დაბის ოქტაგონზე ახლა უკვე რომან დოლიძეს ვიხილავთ, რომელიც UFC-ში სადებიუტო ბრძოლას თბილისის დროით 19 ივლისს გამართავს და მისი მეტოქე რუსი ხადის იბრაგიმოვი იქნება. დოლიძეს აბუ დაბიში დავუკავშირდით და რამდენიმე კითხვა დავუსვით.

Popsport: 9 ივლისს ხადის იბრაგიმოვთან UFC-ში სადებიუტო ბრძოლა გიწევს. როგორ ფორმაში ხარ და როგორ ემზადები ამ დღისთვის?

რომან დოლიძე: იმის გამო, რომ ბრძოლა აბუ დაბიში ტარდება, ამერიკაში სავარჯიშოდ არ წავედი და ბელარუსში დავრჩი, სადაც კარგი სპარინგპარტნიორი მყავდა - ალეკსეი კუდინი, რომელიც კიკბოქსინგში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია. ძალიან კარგი შეკრება გავიარე, კმაყოფილი ვარ. ფორმაც კარგია, წონაც, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი იდეალურადაა.

Popsport: რას იტყვი ხადის იბრაგიმოვის შესახებ, რა არის მისი მთავარი პლუსი ოქტაგონზე?

რომან დოლიძე: მას ორი წაგება აქვს UFC-ში, თუმცა ეს არაფერზე მეტყველებს. ის M1-ის ჩემპიონიც იყო, დიდი გზა აქვს გავლილი და ამიტომ ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინო.

Let's go ✊ გამოვედით კარანტინიდან. Вышли с карантина. #საქართველო #Georgia #UFC #RDsport #Belarus #Ukraine #mma #abudhabi #fight #island

Posted by Roman Dolidze on სამშაბათი, 14 ივლისი, 2020

Popsport: მებრძოლთა კუნძულზე როგორ პირობებია?

რომან დოლიძე: ძალიან კარგი პირობებია. ჩემი მეგობრები, რომლებიც UFC-ში ჩხუბობენ, აქ არიან და ამბობენ, რომ საუკეთესო პირობებია. პირადად მე ძალიან მიწყობენ ხელს.

Popsport: UFC-ში ქართველების რაოდენობა ნელ-ნელა იზრდება. როგორ შეაფასებდი გიგა ჭიკაძის, მერაბ დვალიშვილისა და ლიანა ჯოჯუას გამოსვლებს?

რომან დოლიძე: ლიანა ჯოჯუას გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისთვისაც და ყველასთვის. კიდევ ერთხელ მივულოცავ მას ამ გამარჯვებას. აბუ დაბიში შევხვდი და ვისაუბრეთ. გიგა და მერაბი ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ და მიმაჩნია, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ ბევრი კარგი მოჭიდავე გვყავს, რაც კარგი ბაზაა UFC-ში წარმატების მისაღწევად.

'UFC-ში ერთი ან ორი ბრძოლის ჩასატარებლად არ მოვსულვარ'

Popsport: რა იქნება შენი მთავარი მიზანი უახლოეს ბრძოლებში. დებიუტანტებს UFC-ში დარჩენა ხშირად უჭირთ...

რომან დოლიძე: რა თქმა უნდა, პირველივე ბრძოლა უნდა მოვიგო, ამაზე ვარ ორიენტირებული, სხვა შედეგი არც განიხილება. UFC-ში ერთი ან ორი ბრძოლის ჩასატარებლად არ მოვსულვარ.

Happy birthday to me 🎂. #საქართველო #UFC #fight #island

Posted by Roman Dolidze on ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები