Thumbnail

სკანდალი რაგბიში გრძელდება | რუსეთი ჩივის, საქართველოს ტიტულის შანსი აქვს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რუმინეთის შემადგენლობაში ტონგელი მორაგბის თამაშის მართებულობა საეჭვოა.
  • რუსეთმა World Rugby-სა და Rugby Europe-ს საჩივრით ოფიციალიურად მიმართა.
  • თუ წესის დარღვევა დადგინდება, საქართველო 2017 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულად გამოცხადდება.

29 მარტს, რუსეთის რაგბის ფედერაციამ World Rugby-სა და Rugby Europe-ს ოფიციალურად მიმართა, სადაც ითხოვს, გადამოწმდეს რაგბის ევროპის ჩემპიონატზე (2017/2018) რუმინეთის ნაკრების შემადგენლობაში ტონგელი სიონე ფაკაოსილეას თამაშის მართებულობა. 

► სკანდალი რაგბიში | რუმინეთს დისკვალიფიკაცია, საქართველოს 2017 წლის ჩემპიონობა?

რუმინეთის ნაკრებმა 2017/2018 წელბის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ამავდროულად, 2019 წლის მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო ტურნირი იყო, მეორე ადგილი დაიკავა და იაპონიის პირდაპირი საგზური მოიპოვა. ჩემპიონები კი "ბორჯღალოსნები" გახდნენ, რომლებმაც ტურნირში გამოსვლა მანამდე ჰქონდათ განაღდებული. რუსებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დაიკავეს, მესამეზე კი ესპანეთი გავიდა. 

საქართველომ ტიტულები დაიბრუნა - რუმინეთი დამარცხებულია!

თუკი დადგინდება, რომ სიონე ფაკაოსილეას რუმინეთის ნაკრებში თამაშის უფლება არ ჰქონდა, რუმინულ რაგბის სანქციები დაეკისრება. შესაბამისად, ქვეყნის ეროვნულ გუნდს ტექნიკური წაგება ჩაეთვლება საქართველოს, რუსეთისა და ბელგიის ნაკრებებთან შარშანდელ და წლევანდელ მატჩებში.

ასეთ შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები 2017 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულად გამოცხადდება.

სიონე ფაკაოსილეა

World Rugby-ს წესდების თანახმად, მოთამაშეს იმ შემთხვევაში შეუძლია ამა თუ იმ ნაკრების ღირსების დაცვა, თუკი ის ან მისი წინაპარი ამ ქვეყნის ტერიტორიაზეა დაბადებული ან იმ შემთხვევაში, თუ მორაგბეს ქვეყნის ტერიტორიაზე 36 თვე უცხოვრია. სხვა ქვეყნის ნაკრების ღირსების დასაცავად, მორაგბეს უნდა ჰქონდეს ამ ქვეყნის მოქალაქეობა და მისი ღირსება ოლიმპიადაზე უნდა დაიცვას. ამასთან, უწინდელ ნაკრებში სამი წლის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს თამაში ჩატარებული. 

ფაკაოსილეა ტონგას ღირსებას შვიდკაცა რაგბის მსოფლიო სერიაში 2013 წელს იცავდა. იმისთვის, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე რუმინეთის ეროვნულ გუნდში გამოსვლის უფლება ჰქონოდა, მას ქვეყნის მოქალაქეობა ევროპის გრან პრი 2015-ის დაწყებამდე უნდა მიეღო და ასევე მისი ღირსება 2016 წლის ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ტურნირში უნდა დაეცვა. რუსების ცნობით, ფაკაოსილეას არც ევროპის გრან პრის მესამე ტურში, არც 2015 წელს, ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირში მონაწილეობა არ მიუღია. 

ტონგელი მორაგბის თამაში ერთადერთი სკანდალური თემაა არაა, რომელიც რაგბი ევროპის ჩემპიონატს უკავშირდება. ნატურალიზირებული მორაგბის პრობლემა ჰქონდა ბელგიის ნაკრებსაც და ასევე გამოსაძიებელია ბელგია-ესპანეთის მატჩის რუმინელი არბიტრის სამართლიანად მსაჯობის საკითხიც...

► რუმინეთის ნაკრები მსოფლიოს თასზეა? ჯერ გამოძიებას დაველოდოთ

► ჩხუბი ბელგიისა და ესპანეთის მატჩში - დაპირისპირება მსაჯთან

კომენტარები

ბოლო ამბები