Thumbnail
  • თურქული მედიის ინფორმაციით, ნიკა ნინუას ტრანსფერი შეფერხდა
  • ბეშიქთაშის მწვრთნელი აქცენტს გამოცდილ ლეგიონერზე აკეთებს

დინამო თბილისის ნახევარმცველის ნიკა ნინუას ბეშიქთაშში ტრანსფერი დროებით შეჩერდა. ცნობილ თურქულ გამოცემებში, Fanatik-სა და milliyet-ში ვკითხულობთ, რომ თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილების შემდეგ, რაც ლეგიონერებს შეზღუდვას უკავშირდება, "არწივების" მთავარმა მწვრთნელმა სერგენ იალჩინმა აქცენტი გამოცდილ უცხოეულ მოთამაშეებზე გააკეთა.

თუმცა, თურქული პრესა იტყობინება იმასაც, რომ ნინუას ტრანსფერი, შესაძლოა, მაინც შედგეს, მაგრამ მხოლოდ ერთ შემთხვევაში - კლუბთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ 1 წლით სხვა გუნდში გაანათხოვრებენ.

შეგახსენებთ, რომ ბეშიქთაშში ნინუას ტრანსფერის შესახებ რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია. ქართველი ფეხბურთელი სეზონის რესტარტის შემდეგ დინამოს სამატჩო განაცხადშიც არ მოხვედრილა.

21 წლის ნახევარმცველმა 2019 წელს ეროვნულ ლიგაში 31 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა. რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, ერთხელ ითამაშა და გოლიც გაიტანა. ბეშიქთაში თურქეთის სუპერლიგაში სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე 56 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება და ევროპის ლიგის ზონაშია.

 

კომენტარები

ბოლო ამბები