Thumbnail

'აგრესიული დასაწყისის არ მეშინოდა!' - ლიანა ჯოჯუამ ბრძოლა შეაფასა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ქართველმა მებრძოლმა ლიანა ჯოჯუამ UFC-ში, „მებრძოლთა კუნძულზე“ რუმინელი დიანა ბელბიტა დაამარცხა და სადებიუტო გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

”ძალიან ბედნიერი ვარ, ეს ჩემთვის კარგი დღე იყო. დიანას მხრიდან აგრესიული დასაწყისის არ მეშინოდა. მას ადგილზე მუშაობდა სურდა, მაგრამ საბრძოლო უნარები ბრძოლის დროს განვავითარე, შესაბამისად, ჩემთვის გასაკვირი არ ყოფილა ბრძოლიც სცენარი. ჩემი მეტოქე მომთმენი იყო, მან ბოლომდე გაუძლო. მინდა აღვნიშნო, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო სავარჯიშო ბანაკში მოკლე პერიოდი გავატარე და მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს გუნდს კარგი მუშაობისთვის,“ - თქვა ქართველმა მებრძოლმა.

შეგახსენებთ, რომ ლიანა ჯოჯუამ დიანა ბელბიტა პირველივე რაუნდში დაამარცხა და UFC-ში სადებიუტო გამარჯვება იზემა. მანამდე მან სარა მორასთან მარცხი განიცადა, კარიერაში კი ბალანსია დადებითი აქვს (8 გამარჯვება, 3 წაგება).

აბუ დაბიში კიდევ ერთი ქართველი იჩხუბებს - რომან დოლიძე UFC-ში სადებიუტო ბრძოლას 19 ივლისს გამართავს და მისი მეტოქე რუსი ხადის იბრაგიმოვი იქნება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები