- ლიანა ჯოჯუამ UFC-ში მეორე ბრძოლა ჩაატარა
- ქართველმა მებრძოლმა პირველი გამარჯვება იზეიმა
- 'აგრესიული დასაწყისის არ მეშინოდა!' - ჯოჯუამ ბრძოლა შეაფასა
ლიანა ჯოჯუამ UFC-ში პირველი გამარჯვება იზეიმა. აბუ დაბიში, ''მებრძოლთა კუნძულზე'', მან პირველივე რაუნდში შეძლო მეტოქის დამარცხება, რაც ქართველ სპორტსმენებს შორის საუკეთესო შედეგია. ლიანას მეტოქე რუმინელი დიანა ბელბიტა იყო, რომელსაც ამ ბრძოლამდე 13-5-ზე სტატისტიკა ჰქონდა.
ბრძოლა პირველსავე რაუნდში პარტერში გადავიდა, სადაც ლიანამ შესანიშნავად იასპარეზა. მან მეტოქე მტკივნეულ ილეთზე დაიჭირა, რის შემდეგაც ბელბიტა მას დანებდა და ჯოჯუამ UFC-ში პირველი მოგება გაიფორმა.
ლიანას UFC-ში დებიუტი შარშან ჰქონდა - UFC 242-ის ეგიდით. ''ქართველი მგელი'' სარა მორასთან მესამე რაუნდში დამარცხდა და მისი შედეგი ამ მარცხის შემდეგ კარიერაში 7-3-ზე გახდა. აბუ დაბიში კიდევ ერთი ქართველი იჩხუბებს - რომან დოლიძე UFC-ში სადებიუტო ბრძოლას 19 ივლისს გამართავს და მისი მეტოქე რუსი ხადის იბრაგიმოვი იქნება.
კომენტარები