Thumbnail
  • 📅 16 ივლისი | ⌚ 23:00 | ⚽ რეალი V ვილიარეალი
  • რატომ არის ამ მატჩში პენალტის ალბათობა დიდი
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

"ალფრედო დი სტეფანოზე" მატჩში "სამეფო კლუბი", შესაძლოა, 34-ედ გახდეს ჩემპიონი. ამისთვის საჭიროა, ვილიარეალის დამარცხება...

ზინედინ ზიდანის გუნდი იმ შემთხვევაშიც შეიძლება გახდეს ჩემპიონი, თუ ბარსელონა თავის თამაშს ვერ მოიგებს, მაგრამ რეალი ხვალ კონკურენტის თამაშზე არ იფიქრებს.

ზინედინ ზიდანი დღევანდელ პრესკონფერენციაზე

ზინედინ ზიდანი (რეალის მწვრთნელი): "ვილიარეალთან მატჩი ყველაზე რთული იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ - მეტოქე ძალიან კარგად თამაშობს, ვილიარეალი დიდებული გუნდია.
ხვალ ჩვენ მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს, უკვე ბევრი ხმაურია მის ირგვლივ, ვიღაც უკვე წინასწარაც ზეიმობს. მაგრამ მთავარი სწორედ ეს დაპირისპირებაა და ჩვენ სხვა არაფერზე არ ვფიქრობთ. ფეხბურთი ეხმარება ხალხს, ჩვენ გვიხარია, რომ ფანები ამაყობენ რეალით.

არავინ იცის, რა მოხდება მატჩში, მთელი ენერგია ვილიარეალთან დაპირისპირებას უნდა მოვახმაროთ. ორი ფრე საკმარისია და ფრეებზე ხომ არ ვითამაშებთ? არა, ჩემი გუნდი ხვალ მოსაგებად გავა, ეს არის ჩვენი მოტივაცია.
ქარიმ ბენზემა ძალიან კარგად თამაშობს, მაგრამ ეს მხოლოდ ამ სეზონში არ მომხდარა, ჩემი ფეხბურთელები საუკეთესოები არიან".

საინტერესო ფაქტები

ლა ლიგაში ყველაზე მეტი პენალტი რეალმა და ვილიარეალმა გაიტანეს

⚽ ლა ლიგის 36 ტურში 145 პენალტი დაინიშნა, ყველაზე მეტი ისტორიაში, რაც VAR-ის დამსახურებაა. ყველაზე მეტი, 10-10 პენალტი სწორედ რეალმა და ვილიარეალმა გაიტანეს. 

⚽ ვილიარეალის სასარგებლოდ 11 პენალტი დაინიშნა (10 გოლი), რეალის სასარგებლოდ - 10 (10).

⚽ მადრიდის რეალმა ლა ლიგაში ბოლო 9 თამაში მოიგო.

⚽ რეალმა ლა ლიგაში შინ ბოლო 4 მატჩში გოლი არ გაუშვა.

⚽ რეალისა და ვილიარეალის ბოლო 19 ურთიერთდაპირისპირებიდან 17-ში "სამეფო კლუბი" დაუმარცხებელია.

⚽ ამ გუნდების ბოლო 4 დაპირისპირებაში 2.5 გოლზე მეტი გადის. 

⚽ რეალმა შინ ბოლო 7 მატჩიდან 6-ში, სულ მცირე, 2 გოლი გაიტანა. 

⚽ ვილიარეალს რეალთან ბოლო 4 დაპირისპირებაში, სულ მცირე, 2 გოლი გააქვს.

⚽ რეალის ბოლო 3 საშინაო მატჩში 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა.

⚽ ვილიარეალის ბოლო სამ მატჩში 2.5 გოლზე მეტი გავიდა.

სავარაუდო შემადგენლობები

რეალი (4-3-1-2): კურტუა - კარვახალი, ვარანი, სერხიო რამოსი, მენდი - კროოსი, კაზემირო, ვალვერდე - მოდრიჩი - როდრიგო, ბენზემა
ტრავმა: მარსელო, იოვიჩი, ნაჩო (?), მარიანო (?)
დისკვალიფიკაცია: არავინ

ვილიარეალი (4-4-2): ასენხო - გასპარი, ალბიოლი, პაუ ტორესი, მორენო - ჩუკუეზე, იბორა, ანგისა, კასორლა - მორენო, ალკასერი
ტრავმა: გუერა, ფუნეს მორი, ბაკა, პაკო ალკასერი (?)
დისკვალიფიკაცია: მარიანო ბარბოსა

კომენტარები

ბოლო ამბები