Thumbnail

UFC 252 | მერაბ დვალიშვილის მომდევნო მეტოქე გაირკვა და ის მე-12 ადგილზეა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

შონ ო’მალისთან არა, მაგრამ მერაბ დვალიშვილი მომდევნო ბრძოლას რეიტინგში უფრო მაღალ პოზიციაზე მყოფ მეტოქესთან გამართავს!

16 აგვსტოს ლას ვეგასი UFC 252-ს უმასპინძლებს და ქართველი მებრძოლი ჯონ დოდსონს შეხვდება, რომელიც მჩატე წონის რეიტინგში მე-12 ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ შონ ო’მალი, რომელთან ჩხუბიც თვითონ დვალიშვილს სურდა, ამ რეიტინგში მე-14 პოზიციაზეა.

აღსანიშნავია, რომ დოდსონი საჩემპიონო ტიტულის კანდიდატი იყო, თუმცა ბოლო დროს შედეგები გააუარესა: 2018 წელს იგი ჯიმი რივერასთან (მე-8 ადგილი) დამარცხდა, 2019 წელს კი - პეტრ იანთან (ჩემპიონი) წააგო. მერე იყო ბრძოლა ნათანაელ ვუდთან, რომელიც ამა წლის 25 თებერვალს დაამარცხა.

როგორც იცით, მერაბ დვალიშვილი მჩატე წონის რეიტინგის TOP 15-ში შევიდა. ქართველ მებრძოლს პირველი მარცხის შემდეგ ზედიზედ 4 ბრძოლა აქვს მოგებული. 14 ივნისს მან ამერიკელი გუსტავო ლოპესი დაამარცხა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები