Thumbnail
  • პრემიერლიგაში ბუნდესლიგის, სერია A-ს და ლა ლიგის მსგავსად მოიქცნენ
  • ინგლისში ტრანსფერების განხორციელება შემოდგომამდე იქნება შესაძლებელი

ინგლისის პრემიერლიგა ევროპის სხვა ტოპ-ლიგებს შეუერთდა და სატრანსფერო პერიოდი 5 ოქტომბრამდე გააგრძელა. ლიგამ ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა. როგორც იცით, სატრანსფერო პერიოდი შემოდგომამდეა გაგრძელებული გერმანიის ბუნდესლიგაში, იტალიის სერია A-სა და ესპანეთის ლა ლიგაშიც.

ამ ნაბიჯის გადადმა უეფას მიერ იყო რეკომენდებული. მიუხედავად იმისა, რომ სეზონი დაგვიანებით დამთავრდება და ახალიც გაცილებით გვიან დაიწყება, კლუბებს დიდხანს ექნებათ ტრანსფერების განხორციელების საშუალება. აღსანიშნავია, რომ ევროპის კლუბებს მოთამაშეების ჩემპიონთა ლიგასა და ევროპალიგაში დარეგისტრირება 6 ოქტომბრამდე შეეძლებათ.

რაც შეეხება სატრანსფერო ფანჯრის გახსნის თარიღს: ინგლისში ეს 27 ივლისიდან მოხდება. შედარებისთვის: გერმანიაში ტრანსფერების განხორციელება 15 ივლისიდან შესაძლებელია. გარდა ამისა, ინგლისში მეორედან მეოთხე ლიგის ჩათვლით გუნდებს ტრანსფერების გაკეთება ერთმანეთში 11 ოქტომბრამდე შეეძლებათ.

კომენტარები

ბოლო ამბები