Thumbnail
  • 📅 16 ივლისი | ⌚ 23:00 | ⚽ ბარსელონა V ოსასუნა
  • კიკე სეტიენს თანამდებობა არ ეთმობა
  • ოსასუნა მოტივაციის გარეშეა
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

კიკე სეტიენის ბარსელონა ლა ლიგის ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობს, თუმცა, წარმატების ალბათ თავადაც ნაკლებად სჯერა. საქმე ის გახლავთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, მადრიდის რეალი კატალონიელებს 4 ქულით უსწრებს და ვინაიდან უმთავრეს კონკურენტს ურთიერთშეხვედრებშიც სჯობნის, პირველობისთვის მხოლოდ 2 ქულის აღება სჭირდება. ასეთ ვითარებაში ბარსას ჩემპიონობა დიდი მოულოდნელობა იქნება.

ბოლოსწინა 37-ე ტურში კატალონიელთა მეტოქე ოსასუნა იქნება და ამ შეხვედრაში ფავორიტის გამოცნობა რთული არაა. ბარსას მეტოქესთან სტატისტიკურადაც ხომ დიდი უპირატესობა აქვს და თან პამპლონელებს რეალური სატურნირო მოტივაცია აღარ ამოძრავებთ. არასატე ელუსტონდოს შეგირდებს ლა ლიგიდან გავარდნა არ ემუქრებათ და არც ევროტურნირებამდე მიუშვებს ვინმე.

კიკე სეტიენს პოსტის დატოვება არ სურს

ბარსელონას ტრავმენის გამო რამდენიმე ფეხბურთელი დააკლდება, რომელთაგან უმთავრესი ანტუან გრიზმანია. ფრანგი თავდამსხმელი ვალიადოლიდთან მატჩში დაშავდა და დიდი ალბათობით, მიმდინარე სეზონში მინდორზე ვეღარ ვიხილავთ. ვერ ითამაშებენ სამუელ უმტიტი და არტურიც, სამაგიეროდ, არის კარგი სიახლეებიც: ვარჯიში დაიწყეს უსმან დემბელემა და ფრენკი დე იონგმა. დემბელეს მძიმე ტრავმის გამო, გასული წლის ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია და კატალონიელთა ბაზაზე პირველი წვრთნა ჩაატარა. დე იონგს მხოლოდ 1 თვე გაუცდა და ის, ოსასუნასთან მატჩის განაცხადშიც მოხვდა.

საინტერესოა, რომ კიკე სეტიენი, რომლის ბარსელონადან გაშვებაზე უკვე ყველა წერს, საკუთარ თავს მომავალშიც არსებულ პოსტზე ხედავს. კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ პამპლონელებთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა:

“ცხადია, ვთვლი, რომ მომავალ სეზონშიც ბარსელონას თავკაცი უნდა ვიყო. რაც ახლა ხდება, ასეთი რამ ადრეც არაერთხელ გვიხილავს. რეალობა ასეთია, რომ ზოგჯერ იმას ვერ აღწევ, რაც დაგეგმილი გაქვს. ხშირად რაღაცას მიაღწევ, თუმცა, ამისთვის გვიან გაფასებენ. მეც მინდა, რომ ჩემს მიერ გაწეულს სამუშაოს სხვა კუთხით შეხედონ. იქნებ, ამ სეზონშიც რაიმე ტიტულს ვიგებთ. მიუხედავად ყველაფრისა, აქ მუშაობა მომავალშიც მსურს”.

საინტერესო ფაქტები

⚽ ბარსელონას ლა ლიგაში ბოლო 25 საშინაო მატჩიდან 23 მოგებული აქვს.

⚽ ბარსელონას ოსასუნასთან ყველა ტურნირზე ჩატარებულ უკანასკნელ 5 საშინაო შეხვედრაში მინიმუმ 4 გოლი აქვს გატანილი.

⚽ ბარსელონას ბარსელონას ოსასუნასთან ყველა ტურნირზე გამართული ბოლო 7 საშინაო მატჩი აქვს მოგებული.

⚽ ბარსელონა ოსასუნასთან ყველა ტურნირზე ჩატარებულ უკანასკნელ 6 საშინაო შეხვედრაში იგებდა როგორც ტაიმს, ასევე – მთლიან თამაშს.

⚽ ბარსელონას ოსასუნასთან ყველა ტურნირზე გამართული ბოლო 11 მატჩიდან 10-ში მინიმუმ 3 გოლი გაჰქონდა.

⚽ ბარსელონას ლა ლიგის უკანასკნელი 6 საშინაო შეხვედრიდან 5-ში გოლი არ აქვს გაშვებული.

⚽ ბარსელონას მიმდინარე სეზონში შინ ჩატარებული მატჩების 72%-ში პირველი გოლი შესვენებამდე აქვს გატანილი.

⚽ ოსასუნას ლა ლიგის ბოლო 3 მატჩში პირველი ყვითელი ბარათი საწყის 20 წუთში აქვს მიღებული.

⚽ ამ გუნდებს შორის ბარსელონაში გამართულ უკანასკნელ 5 შეხვედრაში პირველი ტაიმში მინიმუმ 2 გოლი გადიოდა.

⚽ ბარსელონას ოსასუნასთან ბოლო 10 საშინაო მატჩიდან 8 ორი ან მეტგოლიანი უპირატესობით აქვს მოგებული.

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა (4-3-1-2): ტერ შტეგენი – ალბა, ლენგლე, პიკე, სემედო – რობერტო, ბუსკეტსი, რაკიტიჩი – ვიდალი – სუარესი, მესი.
ტრავმა: დემბელე, გრიზმანი, უმტიტი, არტური, დე იონგი.

ოსასუნა (3-4-3): ერერა – გარსია, ნავასი, ერნანდესი – ვიდალი, მონკაიოლა, მერიდა, ლატო – არნაიზი, გალეგო, ბარხა.
ტრავმა: ავილა, კარდონა, იბანიესი, უნაი გარსია, რუბენ გარსია.

კომენტარები

ბოლო ამბები