Thumbnail

ატალანტა პსჟ-სთვის ემზადება, მაგრამ სერია A-შიც ბოლომდე იბრძოლებს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ჯან პიერო გასპერინიმ ჩემპიონთა ლიგაზე და სერია A-ზე ისაუბრა
  • ატალანტა უკვე მეორე წელია, საუკეთესო ოთხეულშია

იუვენტუსთან 2:2-ის შემდეგ, ბერგამოს ატალანტამ ბრეშა 6:2 დაამარცხა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ რესტარტის შემდეგ საუკეთესო ფორმაშია.

ატალანტას მწვრთნელი გასპერინი

მას შემდეგ, რაც სეზონი განახლდა, ჯან პიერო გასპერინის გუნდს 8-დან 7 მატჩი მოგებული აქვს, ის ერთი კი იუვენტუსთან სტუმრად დაფიქსირებული ფრე იყო. ატალანტა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშიცაა, რაც ნამდვილად არ არის შემთხვევითი ამბავი. გასპერინის გუნდი მეოთხედფინალში პარი სენ-ჟერმენს უნდა შეხვდეს.

“ამ სეზონში ბევრ გოლს იმიტომ კი არ ვიტანთ, რომ მეტოქეები დავამციროთ, არამედ იმის გამო, რომ სხვადასხვა შეტევებს, კომბინაციებსა და სიტუაციებს ვამუშავებთ. ატალანტას არასდროს დაუწყია სეზონი ფავორიტის რანგში, მაგრამ უკვე მეორე წელია, საუკეთესო ოთხეულში ვართ. ევროპალიგასა და ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობამ ფასდაუდებელი გამოცდილება მოგვცა,” - განაცხადა გასპერინიმ ბრეშასთან მატჩის შემდეგ, Sky Sport Italia-სთან ინტერვიუში.

📺 ვიდეო: ატალანტა 6:2 ბრეშა [მიმოხილვა]

ატალანტას დამრიგებელმა ჩემპიონთა ლიგაზე უფრო ვრცლადაც ისაუბრა: “პსჟ-სთან მატჩისთვის ვემზადებით, მაგრამ სერია A-შიც ბოლომდე ვიბრძოლებთ. ჩემი აზრით, პარიზულ გრანდთან მოსამზადებლად საუკეთესო გამოსავალი სწორედ ის არის, რომ იტალიის ჩემპიონატშიც ბოლომდე დავიხარჯოთ და ბოლომდე ვიბრძოლოთ.”

თეორიულად, ბერგამოს ატალანტას ჯერ კიდევ აქვს იტალიის ჩემპიონობის შანსი...

 

კომენტარები

ბოლო ამბები