Thumbnail

ტრანსფერები | ცუდი სტარტის შემდეგ, ბექჰემის გუნდს ბარსელონას ვარსკვლავი სურს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • დევიდ ბექჰემის გუნდი რამდენიმე ძლიერი ფეხბურთელის დამატებას გეგმავს
  • ინტერ მაიამის მიზანი ბარსელონადან არტურო ვიდალის ტრანსფერის განხორციელებაა

დევიდ ბექჰემის გუნდმა ინტერ მაიამიმ MLS-ის ახალი სეზონი წარუმატებლად დაიწყო. მათ ორლანდოსთან და ფილადელფიასთან მატჩები ერთნაირი ანგარიშით, 1:2 დათმეს. ინგლისის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს კლუბის გაძლიერება სურს და ევროპიდან რამდენიმე მოთამაშის დამატებას გეგმავს.

ესპანური პრესის ინფორმაციით, ინტერ მაიამის ერთ-ერთი სამიზნე არტურო ვიდალია. ამერიკულმა გუნდმა ჩილელს კონტრაქტი უკვე შესთავაზა და ახლა მის პასუხს ელის. კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ვიდალი ლევერკუზენის, ბაიერნის, იუვენტუსის ღირსებას იცავდა. არტურო ამჟამად ბარსელონაში თამაშობს. მას ჩილეს ეროვნულ ნაკრებში 100-ზე მეტი შეხვედრა აქვს ჩატარებული. ჩილელი ბარსელონასთან ერთად ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად იბრძვის.

კომენტარები

ბოლო ამბები