Thumbnail
  • კატალონიურმა გრანდმა ლონდონელებს შეთავაზებით უკვე მიმართა
  • რაიან სესენიონს მიმდინარე სეზონში მხოლოდ 12 მატჩი აქვს ჩატარებული

ესპანური ბარსელონა ტოტენჰემის ნახევარმცველ რაიან სესენიონით დაინტერესდა და ლონდონურ კლუბს შესაბამისი წინადადებითაც მიმართა. ამ ინფორმაციას Sky Sports ავრცელებს.

როგორც ირკვევა, კატალონიური გრანდი ახალგაზრდა ინგლისელ ფეხბურთელს უკვე დიდი ხანია აკვირდება. ბარსელონას სკაუტებმა სესენიონის თამაში პირველად 2018 წელს ნახეს და მას შემდეგ, ის ესპანური კლუბის სიაში იმყიფებოდა.

ირკვევა ისიც, რომ ბარსელონას აღარ აინტერესებს ტოტენჰემის კიდევ ერთი ფეხბურთელი ტანგი ნდომბელე. კლუბში მისი გადაყვანის იდეაზე უარი მას შემდეგ თქვეს, რაც მირალემ პიანიჩის ტრანსფერი მოხერხდა. ბარსელონაში თვლიან, რომ გუნდში ფრენკი დე იონგისა და სერხი ბუსკეტსის ყოფნის ფონზე, უფრო უპრიანი სხვა პოზიციებიც გაძლიერებაა.

20 წლის სესენიონი ტოტეჰემში ფულემიდან 2019 წელს გადაბარგდა და მიმდინარე სეზონში სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა, სულ კი, მის აქტივში 12 თამაშია. რაიანს ინგლისის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. transfermarkt-ის ვერსიით, სესენიონის სატრანსფერო ფასი 31.5 მილიონი ევროა.

კომენტარები

ბოლო ამბები