Thumbnail

BILD-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ფერარის გერმანელი პილოტი სებასტიან ფეტელი 2021 წლიდან რეისინგ პოინტში გამოვა, რომელსაც ასტონ მარტინი ერქმევა...

გამოკითხვა

ვინ გახდება ჩემპიონი?

  • ლუის ჰემილტონი
  • მაქს ფერსტაპენი
  • ვალტერი ბოტასი
  • შარლ ლეკლერი
  • სებასტიან ფეტელი
  • სხვა

გერმანული გამოცემის ინფორმაციის თანახმად, გადაწყვეტილია, რომ ფეტელი გუნდში სერხიო პერესს შეცვლის. ამას ფორმულა 1-ის ექს-პილოტი გერჰარდ ბერგერიც ადასტურებს.

"ჩემი აზრით, ყველაფერი გადაწყვეტილია და თავისუფლად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ფეტელი ასტონ მარტინში. ეს მისთვის ერთადერთი ალტერნატივაა, დარჩეს ფორმულაში და მოიგოს რბოლები", - განუცხადა ბერგერმა "ბილდს".

შეგახსენებთ, რომ სებასტიან ფეტელი ამ სეზონის შემდეგ ფერარის ემშვიდობება და თუ შესაფერს გუნდს ვერ მოძებნის, შესაძლოა, ფორმულა 1-დანაც კი წავიდეს. სერხიო პერესს, კონტრაქტის გაწყვეტის შემთხვევაში, კონტრაქტის თანახმად, 1 000 000 დოლარი ეკუთვნის. 

კომენტარები

ბოლო ამბები