Thumbnail
  • გიორგი პაპუნაშვილს ლუცერნი იწვევს
  • ქართველს სარაგოსასთან კონტრაქტის გაწყვეტა უნდა

გიორგი პაპუნაშვილით შვეიცარიის სუპერლიგის წევრი ლუცერნი დაინტერესდა. ესპანური მედიის ცნობით, ქართველი ფეხბურთელი სარაგოსასთან კონტრაქტის გაწყვეტით დაინტერესებულია, რომ ახალ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდეს.

ლუცერნსაც სწორედ ამ შემთხვევაში ექნება მასთან კონტრაქტის გაფორმების შანსი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სარაგოსასთვის 1.2 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, რაც შვეიცარიელთა მწირი ბიუჯეტიდან გამომდინარე ნაკლებად სავარაუდოა.

პაპუნაშვილმა რასინგში 6 წარუმატებელი თვე გაატარა

აღსანიშნავია, რომ გიორგი ზამთარში სანტანდერის რასინგში სათამაშო პრაქტიკის მისაღებად გაანათხოვრეს, მაგრამ დღემდე მხოლოდ 4-ჯერ ითამაშა (სულ 172 წუთი). ლუცერნში კი კიდევ ერთი ქართველი, ოთარ კაკაბაძე უკვე თამაშობს, მანამდე კი ვაკო გვილიაც ირჯებოდა.

პაპუნაშვილი სარაგოსას 2017 წელს 300 000 ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და სადებიუტო სეზონი წარმატებული ჰქონდა (31 მატჩი, 8 გოლი, 2 საგოლე პასი), თუმცა შემდეგ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. არაგონელთა შემადგენლობაში ქართველმა შემტევმა 58 თამაშში 13 გოლი გაიტანა. ესპანურ კლუბთან კონტრაქტი პაპუნაშვილს 2022 წლამდე აკავშირებს.

კომენტარები

ბოლო ამბები