Thumbnail

თავი არასოდეს დაგვიხრია - თორნიკე შენგელიას ბასკონია ევროლიგის პლეი ოფშია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ბასკონიამ ბოლოსწინა ტურში მაკაბი 83:72 დაამარცხა.
  • თორნიკე შენგელიამ 20 წუთში 9 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა.
  • ბასკებს მე-6 ადგილზე გასვლის შანსი გაუჩნდათ.

ევროლიგის რეგულარული სეზონის ბოლოსწინა, 29-ე ტურში თორნიკე შენგელიას ბასკონიამ მაკაბი 83:72 დაამარცხა და პლეი ოფის საგზური გაინაღდა.

ეს ქართველის გუნდის ზედიზედ მე-6 გამარჯვება იყო ევროლიგაზე. ბასკურმა კლუბმა უკანასკნელმა მოიპოვა პლეი ოფის საგზური, თუმცა ახლა უკვე მე-6 ადგილზეა 16 მოგებითა და 13 მარცხით.

ბოლო ტურში ბასკონია ეფესს მასპინძლობს, ეს შეხვედრა 5 აპრილს გაიმართება და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება თუ რომელ გუნდს დაუპირისპირდება ქართველის გუნდი პლეი ოფში.

ფერნანდო ბუესას არენაზე ბასკონიას თამაშს 13 800 ადამიანი დაესწრო.

თორნიკე შენგელიას სუპერმომენტი

თორნიკე შენგელიამ 19:46 წუთში 9 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 12 იყო.

ბასკონიაში საუკეთესო იოჰანეს ვოიტმანი იყო, გერმანელმა 14 ქულა მიითვალა. 

თორნიკე შენგელია: 

"ძალიან ბედნიერები ვართ, მაგრამ ჯერ საქმე ბოლომდე არ მიგვიყვანია, ამიტომ ჯერ არ ვართ კმაყოფილები. ერთი თამაში გვრჩება და გვაქვს შანსი, რომ ტურნირი მე-6 ადგილზე დავასრულოთ. 

არავინ ამბობდა, რომ პლეი ოფის საგზურს იოლად მოვიპოვებდით, მაგრამ ჩვენ ერთხელაც არ დავნებებულვართ, თავი არ დაგვიხრია. ვიბრძოლეთ და საგზურიც დამსახურებულად მოვიპოვეთ". 

ბასკონია 83:72 მაკაბი

კომენტარები

ბოლო ამბები