Thumbnail

ატალანტას ფორვარდი სახლში დაეცა და თავის დაზიანება მიიღო

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ლუის მურიელმა ტრავმა სახლში მიიღო
  • კოლუმბიელს შესანიშნავი სეზონი აქვს

ატალანტას ფეხბურთელმა ლუის მურიელმა თავის ტრავმა მიიღო. კოლუმბიელი ფეხბურთელი საკუთარ სახლში, საცურაო აუზის პირას შემთხვევით დაეცა, რის შედეგადაც თავის არეში დაზიანებები და სისხლჩაქცევები მიიღო.

მურიელი დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს და ყველა საჭირო პროცედურა ჩაუტარდა. ატალანტას ვებგვერდის ინფორმაციით, ფეხბურთელი დღეს ბრეშას წინააღმდეგ მოედანზე ვერ გავა.

კოლუმბიელმა სოციალურ ქსელიდან მიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ ამჟამად თავს კარგად გრძნობს:

“კარგად ვარ, სახლში ვარ. საბედნიეროდ, სერიოზული არაფერი მომხდარა. ამ საღამოს სტადიონზე ვიქნები და ატალანტას ვუქომაგებ, ხვალიდან კი ვარჯიშს დავუბრუნდები. მადლობა იმ სიყვარულისთვის, რომელიც ამ საათებში დამანახეთ.“

შეგახსენებთ, რომ ლუის მურიელი ატალანტაში ერთი წლის წინ გადავიდა. 2019/20 წლების სეზონში 29 წლის კოლუმბიელმა 35 მატჩში 18 გოლი გაიტანა, სერია A-ში კი 17 გოლით გუნდის საუკეთესო გოლეადორია.

კომენტარები

ბოლო ამბები