Thumbnail

ტოტენჰემის მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს (CAS) მიმართ კითხვები გაუჩნდა. პორტუგალიელმა მიღებულ გადაწყვეტილებას სამარცხვინო უწოდა...

ჟოზე მოურინიო (ტოტენჰემი): "სამარცხვინო გადაწყვეტილებაა, რადგან თუ მანჩესტერ სიტი დამნაშავე არაა, 10 მილიონი ევროთი არ უნდა დაეჯარიმებინათ. თუ დამნაშავე იყო, მაინც არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან მაშინ ევროთასებიდან უნდა მოეკვეთათ.

მე არ ვიცი, დამნაშავე არის თუ არა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება სამარცხვინოა."

შეგახსენებთ, რომ თებერვალში უეფამ მანჩესტერ სიტი ევროთასებიდან ორ წლით მოკვეთა და 30 მილიონი ევროს ოდენობით დააჯარიმა. თუმცა, გუშინ სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS) „ქალაქელთა“ აპელაცია დააკმაყოფილა, დისკვალიფიკაცია გააუქმა და 30 მილიონიანი ჯარიმა 10 მილიონამდე შეამცირა. სწორედ ამ გადაწყვეტილების გამო გაბრაზდა მოურინიო, რომელმაც მასში ლოგიკური კავშირი ვერ დაინახა.

კომენტარები

ბოლო ამბები