Thumbnail
  • სადიო მანემ თანამემამულე კალიდუ კულიბალზე ისაუბრა
  • კალიდუს შეძენა რამდენიმე გრანდს სურს

კალიდუ კულიბალის შესაძლო ტრანსფერზე საკმაოდ ხშირად იწერება. 29 წლის ფეხბურთელი ნაპოლის ერთ-ერთი საკვანძო და ძირითადი მოთამაშეა. ცენტრალური მცველი სერია A-ში წლებია სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშობს...

ლივერპული, მანჩესტერ სიტი, მანჩესტერ იუნაიტედი, პარი სენ-ჟერმენი, ბარსელონა და რეალი - ეს იმ კლუბების ჩამონათვალია, რომლებსაც კალიდუს ნახვა თავიანთი გუნდის რიგებში სურთ. ევროპულ გრანდებს უნდათ, რომ კულიბალის ტრანსფერი ამ ზაფხულშივე გადაწყვიტონ.

ჩამოთვლილი გუნდებიდან სენეგალელი ფეხბურთელის სახელს უკავშირებენ ლივერპულს. "მერსისაიდელების" მთავარ მწვრთნელს იურგენ კლოპს სურს, რომ მოედნის ცენტრში ვირჯილ ვან დაიკს კარგი მეწყვილე მოუყვანოს და დაცვის ხაზი კიდევ უფრო გაუვალი გახადოს. ამისთვის კალიდუ კულიბალი შესანიშნავი ვარიანტია.

კულიბალის შესახებ ისაუბრა ლივერპულის შემტევმა სადიო მანემ. სადიო და კალიდუ ორივე სენეგალელია და ერთმანეთს კარგად იცნობენ. გარდა ამისა ისინი საკლუბო დონეზე მეცში 2012 წელს თანაგუნდელები იყვნენ. სადიოს თქმით მოხარული იქნება თუ ლივერპული მისი თანამემამულის დამატებას შეძლებს.

სადიო მანე (ლივერპული): "კალიდუ შესანიშნავი მცველია. იგი თავის პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოა. ძალიან მოხარული ვიქნები თუ საკლუბო დონეზე ერთად ვითამაშებთ, რადგან მას დიდი ხანია ვიცნობ. მანამ სანამ ეროვნულ გუნდში შევხვდებოდი ჩვენ ერთამენთი იქამდე მეცში გავიცანით. არცერთ კლუბს არ შეუძლია უარი თქვას კალიდუს გუნდში ყოფნის შანსზე. ჩემთვის მასთან ერთად ლივერპულში თამაში სიამოვნება იქნება".

სადიო მანემ პრემიერლიგის 2019/20 წლების სეზონში 32 შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავი 16 გატანილი გოლითა და 9 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. სენეგალელს დიდი წვლილი მიუძღვის ლივერპულის გაჩემპიონებაში.     

კომენტარები

ბოლო ამბები