Thumbnail
  • UFC-მ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა
  • მერაბ დვალიშვილი მე-15 ადგილზეა
  • ქართველის ბრძოლა შონ ო’მალისთან უფრო რეალური გახდა

მერაბ დვალიშვილს 30 წლის ამერიკელ გუსტავო ლოპესთან გამარჯვება დაუფასდა - ქართველი მებრძოლი მჩატე წონის რეიტინგის TOP 15-ში შევიდა!

14 ივნისს, ლას ვეგასში მოგებული ბრძოლის შემდეგ დვალიშვილს მე-15 ადგილზე ასვლის იმედი ჰქონდა და ასეც მოხდა - მან ამ პოზიციაზე ჩინელი სონ იადონი ჩაანაცვლა.

📋 მეტი ამ თემაზე:

მერაბ დვალიშვილის წინ ახლა რეიტინგში შონ ო’მალი გახლავთ - სწორედ ეს მებრძოლი გამოიწვია ქართველმა ლოპესთან გამარჯვების შემდეგ.

“დიდ პატივს ვცემ შონ ო’მალის, მაგრამ მინდა, რომ ამის შემდეგ მას ვეჩხუბო. მოდით, გავაკეთოთ ეს, ვაჩვენოთ ყველას მაგარი ჩხუბი. მისი ბოლო პერფორმანსი, რა თქმა უნდა, ძალიან მაგარი იყო. ის დიდი მებრძოლია და ეს ყველამ იცის. მაგრამ მე მჯერა ჩემი თავის. კარგი ბიჭი ვარ, სისულელეებს არ ვლაპარაკობ - ვიცი, რომ ეს შემიძლია. როგორც ადრე ვთქვი, მას შეუძლია, გააგრძელოს მოწევა, მე კი ვარჯიშს გავაგრძელებ. ვნახოთ. ჯანმრთელობას ვინარჩუნებ, ჯანმრთელად ვიკვებები, ის კი ეწევა. გააგრძელე მოწევა, ძმაო! გააგრძელე მოწევა!!! ერთ დღესაც ჩვენ ოქტაგონზე შევხვდებით. მერე ვნახავთ... ძლიერი მოიგებს.” - თქვა დვალიშვილმა ივნისში, ამერიკელთან მოგების შემდეგ. რეიტინგში 15 საუკეთესოს შორის მოხვედრის გამო, დვალიშვილისა და ო’მალის ბრძოლა უფრო რეალური გახდა.

მჩატე წონის ჩემპიონი რუსი პიოტრ იანი გახლავთ, პირველ ადგილზე კი - ბრაზილიელი მარლონ მორეაეში.

 

კომენტარები

ბოლო ამბები