Thumbnail

მარგველაშვილი გრანდ სლემზე ბრინჯაოს ვერ შეწვდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოკიოში ძიუდოს გრანდ სლემის ეტაპი, ძიგორო კანოს ტურნირი მიმდინარეობს
  • ტურნირში სამი ქართველი ძიუდოისტია მიწვეული
  • ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) მე-3 ადგილისთვის შეხვედრა დათმო
  • დღეს იჭიდავებენ უშანგი მარგიანი (90) და ვალერი ლიპარტელიანი (100)

ტოკიოში ძიუდოს გრანდ სლემის ტრადიციული ტურნირი მიმდინარეობს, რომელიც ძიუდოს დამაარსებელ ძიგორო კანოს სახელობისაა.

პირველ დღეს ქართველთაგან ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) იასპარეზა. 

მან პირველ ორ შეხვედრაში იპონით მოუგო აბდულაზიზ ალბაშის (საუდის არაბეთი) და ხუან პოსტიგოსს (პერუ), მაგრამ წააგო მასპინძელ იოშირო მარიუმასთან (ასევე იპონით).

რეპეშაჟში მარგველაშვილმა იპონით მოუგო უკრაინის სახელით მოჭიდავე გიორგი ზანთარაიას, მაგრამ ბრინჯაოსთვის ბრძოლა კვლავ იაპონელ ძიუდოისტთან დათმო - ნორიჰიტო ისოდასთან იპონით დამარცხდა.

ჩემპიონი იაპონელი ჰიფუმი აბე გახდა, რომელმაც ფინალში თანამემამულე მარიუმა დაამარცხა. ბრინჯაო ისოდასთან ერთად, კორეელმა ბაულ ანმა მოიპოვა.

პირველი დღის შვიდივე წონაში (ვაჟებში 3, ქალებში 4) იაპონელები გახდნენ ჩემპიონები. 

კომენტარები

ბოლო ამბები