Thumbnail
  • გრანადასთან მატჩის დროს გარეთ ბეილმა ტრიბუნაზე ისევ შოუ მოაწყო
  • მარკა უელსელის ქცევებს “ბავშვურ ჟესტებს” უწოდებს

ალავესთან მატჩის დროს ტრიბუნაზე თვლემის შემდეგ, მადრიდის რეალის უელსელი ვარსკვლავი გარეთ ბეილი გრანადასთანაც პროვოკაციული ჟესტებით გამოირჩა. 

ბეილმა ხელითა და ტუალეტის ქაღალდით ბინოკლის იმიტაცია გააკეთა, ბევრიც ამთქნარა, იცინა და თანაგუნდელებიც აცინა.

როგორც იცით, მადრიდული გრანდის მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი ბეილს ყურადღებას არ აქცევს. 24 ივნისის შემდეგ ზიზუს უელსელისთვის 1 წუთიც კი არ მიუცია. უკვე 56 მატჩია, რაც ბეილი სათადარიგოთა სკამზეა და როგორც ჩანს, დარჩენილ ორ ტურშიც ასე იქნება.

მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ზიდანს ბეილის საქციელის შესახებ ჰკითხეს. “მას ჩემთან არაფერი უთქვამს - ეს არის და ეს. ჩვენ ახლა მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობთ და ეს ესპანეთის ჩემპიონობაა,” - თქვა ზიდანმა. გამოცემა 'მარკამ' ბეილი გააკრიტიკა და მის ქცევებს "ბავშვური ჟესტები" უწოდა. ACB კი წერს, რომ რეალი ბეილის უფასოდ გაშვების ვარიანტსაც განიხილავს.

რეალმა ესპანეთის ჩემპიონობა, შესაძლოა, ხუთშაბათს იზეიმოს, რადგან სეზონის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი და მადრიდელები ბარსელონას 4 ქულით უსწრებენ. გრანადას კი რეალმა, მენდის და ბენზემას გოლებით 2:1 მოუგო.

 

გარეთ ბეილს ‘სამეფო კლუბთან’ კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს. უელსელი რეალში 2013 წლიდან თამაშობს. მადრიდელებმა მაშინ ტოტენჰემს მის სანაცვლო 101 მილიონი ევრო გადაუხადეს.

კომენტარები

ბოლო ამბები