Thumbnail
  • 'საქართველოს პრეზიდენტმა სპორტსმენის არჩევანის თავისუფლება ეჭვქვეშ დააყენა'
  • 'იმ ქართველებს, რომლებიც ცსკა-ს ქომაგები არიან, ეს, პატრიოტიზმში ხელს არ შეუშლით'
  • ვატუტინმა შენგელიას ტრანსფერის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას გაუგებარი უწოდა

მოსკოვის ცსკა-ს პრეზიდენტმა ანდრეი ვატუტინმა ვრცელი ინტერვიუ მისცა იზვესტიას და მათ შორის, თორნიკე შენგელიას ტრანსფერზეც ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის რუსულ გრანდში გადასვლამ სერიოზული ვნებათაღელვა გამოიწვია, რასაც ვატუტინი გაუგებარს უწოდებს:

“მართალი გითხრათ, თავიდან ამ აჟიოტაჟს სერიოზულად არც ვუყურებდი. ინტერნეტში ამა თუ იმ საკითხზე უარყოფითი კომენტარები ხშირად ჩნდება და ეს, ჩვეულებრივი ამბავია. მე საქართველოში ბევრი მეგობარი მყავს და ერთ-ერთ მათგანს იოსებ აფციაურს მოკითხვასაც გადავცემ, მოლაპარაკების წარმოებისას თოკის ქართულ ენაზე SMS-ებს სწორედ მისი დახმარებით ვუგზავნიდი. ვიცი, რომ შენგელიას თანამემამულეების უმეტესობა კაპიტნის წარმატებით გახარებულებია და წარმატებასაც უსურვებს.

თუმცა, როდესაც ამ თემას ქვეყნის პრეზიდენტი გამოეხმაურა და პროფესიონალი სპორტსმენის არჩევანის თავისუფლება ეჭვქვეშ დააყენა, ამან ჩემში გაოცება გამოიწვია. იგივე გრძნობა დაეუფლა საქართველოს მოსახლეობის უმეტესობასაც. როგორც შენგელიამ თავად განაცხადა, მისთვის უცნაური იქნება თავისი პატრიოტიზმის დონეზე საუბარი. მოლაპარაკების პირველი დღიდან თოკოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის უფლება მიეღო და ჩვენ ამაზე დავთანხმდით.

ჩვენი ქმედებებისას პოლიტიკური მოტივებისგან ძალიან შორს ვართ, უბრალოდ, გვინდა კალათბურთი ვითამაშოთ, მატჩები მოვიგოთ და მაყურებლები გავახაროთ. მეტი არაფერი. საქართველოსა და მის ისტორიას ძალიან დიდ პატივს ვცემ. ჩვენთან უკვე თამაშობდნენ გიორგი ცინცაძე და მანუჩარ მარკოიშვილი, ამდენად, ცსკა-ს მატჩებზე თორნიკეს ყველა თანამემამულესაც ველით. დარწმუნებული ვარ, იმ ქართველებს, რომლებიც ჩვენი გუნდის ქომაგები არიან, ეს, პატრიოტიზმში ხელს არანაირად არ შეუშლით. საქართველომ მხოლოდ უნდა იამაყოს ისეთი სპორტსმენით, როგორიც შენგელიაა”.

📋 მეტი ამ თემაზე

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ესპანურ ბასკონიაში გატარებული 6 წლის შემდეგ, მოსკოვის ცსკა-სთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. შენგელიას რუსული არმიის ცენტრალურ სპორტულ კლუბში გადასვლამ საქართველოში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა, გამოჩნდნენ ისეთებიც, ვინც სპორტისა და პოლიტიკის ერთმანეთისგან გამიჯვნის მომხრეა.

კომენტარები

ბოლო ამბები