Thumbnail
  • გრანადა 1:2 რეალი
  • ზინედინ ზიდანის გუნდი ლა ლიგის ოქროს მედლებს მიუახლოვდა

მადრიდის რეალი ლა ლიგის 36-ე ტურში გრანადას ესტუმრა და 2:1 მოუგო. ზინედინ ზიდანის გუნდმა ზედიზედ მე-9 გამარჯვება იზეიმა და ჩემპიონობამდე მხოლოდ 2 ქულა აშორებს.

სტუმრები ფერლან მენდის ულამაზესი გოლით მე-10 წუთზე დაწინაურდნენ, 6 წუთში კი ქარიმ ბენზემამ სეზონში მე-19 გოლი გაიტანა და რეალმა 2-ბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. გრანადამ ანგარიშში სხვაობა მეორე ტაიმის სტარტზე შეამცირა: კურტუას 5-მატჩიანი "მშრალი" სერია დარვინ მაჩისმა შეწყვიტა.

"სამეფო გუნდი'' 83 ქულით პირველ ადგილზეა და ბარსელონასთან 4-ქულიან ჰანდიკაპს ინარჩუნებს. მომდევნო ტურში, 16 ივლისს, რეალი ვილიარეალს უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში, ლა ლიგის ჩემპიონობას იზეიმებს.

კომენტარები

ბოლო ამბები