Thumbnail

ჩინელები ინტერს ყიდიან, მაგრამ ვერ ყიდიან - ძვირია!

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი ფინანსურ ფეარ-პლეისთან დაკავშირებული პრობლემებია 
  • მილანური კლუბი ტექნიკურმა კოორდინატორმა ვალტერ საბატინიმ დატოვა.

მილანის ინტერის მფლობელებს, რომლებიც ჩინურ კომპანია Suning Group-ს წარმოადგენენ, კლუბში საკუთარი წილის გაყიდვა სურთ. ამის შესახებ იტალიური პრესა იუწყება.

ეს გადაწყვეტილება ფინანსურ ფეარ-პლეისთან დაკავშირებულ პრობლემებსა და მიმდინარე სეზონში კლუბის ევროთასებზე გამოუსვლელობას უკავშირდება.

ჩინელ ფუნქციონერებს ინტერის გაყიდვა 600 მილიონ ევროდ სურთ, თუმცა ამ დროისთვის მილანური კლუბის ასეთ ფასად შეძენის მსურველი არავინაა.

ამავდროულად, ინტერის ტექნიკურმა კოორდინატორმა ვალტერ საბატინიმ კლუბთან კონტრაქტი მას შემდეგ მალევე გაწყვიტა, რაც ფაბიო კაპელომ კორპორაცია Suning Group-ის კუთვნილი კიდევ ერთი კლუბის - ჩინური ცზიანსუ სუნინგის თავკაცის პოსტი დატოვა.

Suning Group-მა ინტერი 2016 წლის ივნისში შეიძინა და კლუბის აქციათა 68,55%-ს ფლობს. 

31,05%-ს კვლავაც ნერაძურის პრეზიდენტი ერიკ ტოჰირი განაგებს.
 
ინტერი სერია A-ს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 28 მატჩში 55 ქულით მეოთხე ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები