Thumbnail
  • 'ჰკითხეთ ლუის ჰემილტონს თუ უნდა ფორმულა 2-ის ან ფორმულა 3000-ის მოგება'
  • ჟოზე მოურინიოს რანგით მე-2 ევროპულ ტურნირზე თამაში არ ხიბლავს

ლონდონის ტოტენჰემის მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს ევროპის ლიგაზე თამაშის პერსპექტივა არ ხიბლავს, თუმცა, შეგირდებს მაინც ბოლომდე ბრძოლისკენ მოუწოდებს, რათა ევროთასების მიღმა არ დარჩნენ.

"ევროპის ლიგა მნიშვნელოვანი ევროპული ტურნირი არ არის. როდესაც მწვრთნელები ან ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგას იგებენ, სულ სხვა გრძნობაა. ჰკითხეთ ლუის ჰემილტონს თუ უნდა ფორმულა 2-ის ან ფორმულა 3000-ის მოგება... არ მგონია, რომ ეს მისთვის საინტერესო საკითხი იყოს. თუმცა, მაინც ტიტულია და ამიტომ მირჩევნია ვითამაშოთ, ვიდრე საერთოდ არ მივიღოთ მონაწილეობა. ვფიქრობ, ეს ის ტიტულია, რომელსაც ტოტენჰემში სიამოვნებით მოვიგებდი. ცხადია, როდესაც მანჩესტერ იუნაიტედში ვიყავი, მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებაზე ვფიქრობდი, მაგრამ ევროპის ლიგაზე ვითამაშეთ და თასი დავისაკუთრეთ. ასე რომ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა სეზონი არსენალზე მაღლა დავასრულოთ. კარიერაში ორჯერ ვიყავის ევროპის ლიგაზე და ორჯერვე მოვიგე, ასე, რომ მესამედ ამის გაკეთება ცუდი არ იქნება“.

ტოტენჰემი პრემიერლიგის დასრულებამდე 3 ტურით ადრე მე-8 ადგილზეა და ევროპის ლიგის ზონას 3 ქულა აშორებს. შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიოს ეს ტურნირი 2003 წელს პორტოსთან ერთად (ტურნირს ჯერ კიდევ უეფას თასი ერქვა) აქვს მოგებული, 3 წლის წინ კი, მანჩესტერ იუნაიტედთან ერთად იმარჯვა.

კომენტარები

ბოლო ამბები