Thumbnail

ვესტბრუკი კორონავირუსით დაინფიცირდა - NBA-ს ვარსკვლავი კარანტინშია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'გთხოვთ, ამ ვირუსს სერიოზულად მიუდექით და ნიღბები ატარეთ'
  • ჰიუსტონის ლიდერი ორლანდოში გუნდან ერთად არ იმყოფება

NBA-ს ერთ-ერთი ვარსკვლავი რასელ ვესტბრუკი კორონავირუსით დაავადდა. ჰიუსტონ როკეტსის მცველმა შესაბამისი განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც ირკვევა, ვესტბრუკი კარანტინში იმყოფება.

“COVID 19-ზე ჩემმა ტესტმა დადებითი შედეგი კერ კიდევ გუნდის ორლანდოში გამგზავრებამდე აჩვენა. ამჟამად, თავს კარგად ვგრძნობ, კარანტინში ვიმყოფები და მოულოდნელად ველი იმ დროს, როდესაც გუნდთან შეერთება შემეძლება. თანადგომისთვის ყველას მადლობას გიხდით. გთხოვთ, ამ ვირუსს სერიოზულად მიუდექით და ნიღბები ატარეთ”.

NBA-ში აცხადებენ, რომ ლიგაში კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენას კიდევ ელიან, თუმცა, ეს, სეზონის კიდევ ერთხელ გადადების საფუძველი ვერ გახდება. შეგახსენებთ, რომ მატჩების განახლება 30 ივლისს ორლანდოში იგეგმება, რესტარტში კი მონაწილეობას 22 გუნდი მიიღებს.

სეზონის შეწყვეტის დროს, ჰიუსტონი დასავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე იმყოფებოდა, ვესტბრუკის საშუალო მონაგარი კი 27.5 ქულა, 8.0 მოხსნა და 7.0 პასი გახლდათ.

კომენტარები

ბოლო ამბები