Thumbnail

ნეიმარი და ლაუტარო - ბარსელონას პრეზიდენტმა სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ხოსეპ ბართომეუმ უახლოეს გეგმებზე კომენტარი გააკეთა
  • ლაუტაროს ტრანსფერზე მოლაპარაკებები შეჩერებულია

ბარსელონას პრეზიდენტმა ხოსეპ ბართომეუმ კლუბის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა. ესპანელის განცხადებით, სანამ სეზონი არ დასრულდება, კონკრეტულად სათქმელი არაფერი აქვს.

"სეზონის დასრულებას უნდა დაველოდოთ ლა ლიგაში და ჩემპიონთა ლიგაზე. შემდეგ ვნახავთ ჩვენი პრიორიტეტი რა იქნება. მომდევნო სატრანსფერო ბაზარი განსხვავებული იქნება, დიდ კლუბებს ეკონომიკური პრობლემები გააჩნიათ, მაგრამ ბარსა ყველაფერს ცდის. არ დავმალავ, რომ რამდენიმე კვირის ინტერთან წინ ლაუტარო მარტინესის ტრანსფერზე ვისაუბრეთ, მაგრამ ამ ეტაპზე მოლაპარაკება შეჩერებულია. ანალიზის ფაზაში ვართ. ნეიმარს რაც შეეხება, არ ვფიქრობ, რომ პსჟ რომელიმე ფეხბურთელს ბაზარზე დააყენებს".

ბართომეუს აზრით, ნეიმარის დაბრუნება წელს შეუძლებელი იქნება

შეგახსენებთ, რომ ლაუტარო მარტინესის გამოსასყიდი თანხა 110 მილიონი ევრო იყო, რომლის გადახდა ბარსელონას 9 ივლისამდე შეეძლო, თუმცა ესპანურმა კლუბმა ეს არ გააკეთა.

ნეიმარი დიდი ხანია ესპანეთში დაბრუნებას გეგმავს და შარშან ტრანსფერი ახლოსაც იყო დახურვასთან, მაგრამ ბოლო მომენტში ჩაიშალა. ამჟამად, ბრაზილიელის ფასიდან გამომდინარე და კორონავირუსის პანდემიის გამო შექნილი ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით კი, ბარსაში მისი დაბრუნების ალბათობა დაბალია.

ბარსელონა ლა ლიგაში 79 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება და ჯერჯერობით, ჩემპიონობის შანსს ინარჩუნებს, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ნაპოლისთან საპასუხო მერვედფინალური მატჩი აქვს გასამართი.

კომენტარები

ბოლო ამბები