Thumbnail

სკანდალი ბელარუსში - ეჭვობენ, რომ ქალი ფეხბურთელი კაცია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'მასზე ვიზუალურმა დაკვირვებამ ჩვენი ეჭვები კიდევ უფრო გაამძაფრა'
  • ბელარუსი გოგონები ბურკინა ფასოელი ფეხბურთელის შემოწმებას მოითხოვენ

ბელარუსის ქალთა საფეხბურთო ლიგაში სკანდალია. ჩემპიონატის 18-მა მოთამაშემ სპეციალური მიმართვა გაავრცელა, სადაც ბელარუსის საფეხბურთო ასოციაციის თავმჯდომარე ვლადიმირ ბაზანოვს ლიგის კონკრეტული ფეხბურთელის სქესის შემოწმებას სთხოვენ.

გოგონებს ეჭვი აქვთ, რომ მინსკის დინამოს ბურკინა-ფასოელი ლეგიონერი სალიმატა სიმპორე არა ქალი, არამედ კაცია და ეს საკითხი დამატებით გამოკვლევას საჭიროებს. აი, რა წერია შემუშავებულ განცხადებაში:

“აღნიშნულის შესახებ ეჭვები მაშინვე გაჩნდა, როდესაც დინამომ ეს ფეხბურთელი განაცხადში შეიყვანა. მასმედიის სხვადასხვა საშუალებებმა დაწერეს, რომ ამ ტრანსფერში რაღაც წესრიგში არ იყო. მოგვიანებით, როდესაც ჩემპიონატის მატჩებში სალიმატა სიმპორეზე ვიზუალურად დაკვირვება მოვახდინეთ, ჩვენი ეჭვები გამძაფრდა. ვფიქრობთ, რომ ამ ფეხბურთელთან დაკავშირებით ადგილი გვაქვს ფეირ-პლეის წესების დარღვევასთან. ამდენად, საფეხბურთო ასოციაციას ამ ამბავში დეტალურად გარკვევასა და დარღვევის არსებობის შემთხვევაში, დამნაშავეების მკაცრად დასჯას ვთხოვთ”.

საპასუხო განცხადება გაავრცელა დინამოს პრესსამსახურმაც, რომელშიც საკითხს ასბურდული უწოდეს და მეტოქეები კლუბის მიმართ ანტიპიარის აგორებაში დაადანაშაულეს. ბელარუსის საფეხბურთო ასოციაციამ სალიმატას ქალობის დასტურად კი ის ფაქტი მოიყვანა, რომ მას ფიფა-ს ეგიდით ჯერ ეკვატორული გვინეის, შემდეგ კი, ბურკინას ფასოს ნაკრების მაისურით არაერთი მატჩი აქვს ჩატარებული.

კომენტარები

ბოლო ამბები