Thumbnail

EA Sports UFC 4 - გამოსვლის თარიღი ცნობილია!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ახალი UFC 4, ახალი სპეციფიკაციებით
  • EA თამაშის გამოშვებას 14 აგვისტოს გეგმავს

EA-მა UFC 4-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა: ფლეისთეიშენზე და იქსბოქსზე თამაში 14 აგვისტოს გამოვა. ვიდეო-თამაშის საერთაშორისო ვერსიის ყდაზე - ხორხე მასვიდალთან ერთად, საშუალო წონის ჩემპიონი - ისრაელ ადესანია იქნება გამოსახული.

თამაშში ასევე იქნება მოყვარული მებრძოლის კარიერის 'მოუდი', სადაც მოთამაშეს საშუალება აქვს დამწყებიდან - სუპერ-ვარსკვლავამდე განვითარდეს და ქამრისთვის იჩხუბოს. UFC 4-ი გვპირდება, რომ ბრძოლებს ბევრად ავთენტური ხასიათი ექნება.

საბრძოლო ლოკაციებში ნახსენებია ეზო და ძველი სტილის საბრძოლო დარბაზი. ვინც თამაშს გამოსვლამდე შეიძენს, საშუალება ექნება თავი ასევე ენტონი ჯოშუათი და ტაისონ ფიურით გაირთოს, თანამედროვე კრივის 2 სუპერვარსკვლავით.

EA Sports UFC 4

EA Sports UFC 4

EA Sports UFC 4

EA Sports UFC 4

EA Sports UFC 4

EA Sports UFC 4

EA Sports UFC 4

EA Sports UFC 4

 

კომენტარები

ბოლო ამბები