Thumbnail

სუმო მაყურებლებთან ერთად ბრუნდება - ტოკიოს ბაშოს აღარაფერი ემუქრება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • მომდევნო სუპერტურნირი 19 ივლისიდან 2 აგვისტომდე პერიოდში ჩატარდება
  • დოჰიოზე ქართველ სუმოისტებს - ტოჩინოშინსა და გაგამარუსაც ვიხილავთ

მოახლოებული ივლისის ბაშო მაყურებლების თანდასწრებით ჩატარდება. გადაწყვეტილება, რომელიც სუმო ქომაგებს ძალიან გაახარებს, იაპონიის სუმოს ასოციაციის დირექტორთა საბჭოს მიერ იქნა მიღებული.

ცნობისთვის, 10 ივლისიდან იაპონიაში სპეციალური რეგულაცია მოქმედებს. მის თანახმად, იმ არენებზე, რომლებიც მინიმუმ 10 ათას ადამიანს იტევს, 5 ათასამდე ქომაგის დაშვება შეიძლება. კონკრეტულად, სუმოს ტურნირზე წესები კიდევ უფრო გამკაცრებული იქნება და დარბაზში მხოლოდ 2 500 ადამიანს შეუშვებენ.

დირექტორთა საბჭოსვე გადაწყვეტილებით, ნოემბრის ტურნირი, რომელიც ფუკუოკაში უნდა ჩატარებულიყო, ტოკიოში შედგება. ის ძველებურად 8-დან 22 ნოემბრამდე პერიოდში შედგება, აი, ზამთრის ძიუნგოს (საჩვენებელი ტურნირები) სერია კი გაუქმებულია.

შეგახსენებთ, რომ პროფესიული სუმოს საზაფხულო ტურნირი რიოგოკუ კოკუგიკანში 24 მაისიდან 7 ივნისამდე პერიოდში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, მსოფლიოს მოდებული კორონავირუსის გამო, ის გაუქმებულად გამოცხადდა.

განახლებული კალენდრის თანახმად, მომდევნო ბაშო 19 ივლისიდან 2 აგვისტომდე პერიოდში, ნაგოიას ნაცვლად, სწორედ ტოკიოში შედგება. ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილ ლევან გორგაძეს მიმდინარე რეიტინგში დასავლეთის მე-11 მაეგაშირას წოდება აქვს, თეიმურაზ ჯუღელი იგივე გაგამარუ კი, უკვე რანგით მე-4 დივიზიონ სანდანმეშია და 28-ე საფეხური უკავია.

კომენტარები

ბოლო ამბები