Thumbnail

200 დოლარი მაიკლ ჯორდანს - ვის ანდერძში მოხვდა ამერიკელი ლეგენდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • დინ სმითმა თანხა ჩრდილოეთ კაროლინის გუნდში მისი შეგირდებს დაუტოვა
  • 36 ათასი დოლარი 180 კალათბურთელზე გადანაწილდა, მათ შორის ჯორდანიც იყო

ლეგენდარულმა ამერიკელმა კალათბურთელმა მაიკლ ჯორდანმა ანდერძით 200 დოლარი მიიღო. მას აღნიშნული თანხა ცნობილი ამერიკელი მწვრთნელის დინ სმითის დანაბარების თანახმად ერგო, რომელიც 5 წლის წინ გარდაიცვალა.

მასწავლებელი და შეგირდი

სმითმა მცირე საჩუქარი იმ 180 კალათბურთელს გაუკეთა, რომელთაც ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის გუნდში ავარჯიშებდა, ერთ-ერთი მათგანი კი ჯორდანი იყო. მწვრთნელმა შეგირდებს 36 ათასი დოლარი დაუტოვა, ამდენად, თითოეულ მათგანს 200 დოლარი ერგო.

სმითი ჩრდილოეთ კაროლინას გუნდს 1961-1997 წლებში ავარჯიშებდა და ამ პერიოდში NCAA-ს ჩემპიონობა 2-ჯერ მოიპოვა. ისვე გახლდათ აშშ-ს ნაკრების თავკაციც, როდესაც ამერიკელებმა 1976 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედლები დაისაკუთრეს. 1984 წელს სმითი დიდების დარბაზში აირჩიეს.

აღსანიშნავია, რომ მან NBA-ს დაახლოებით 50 კალათბურთელი აღუზარდა, მათ შორის, ჯორდანი, ბრედ დოერტი, ჯერი სტეკჰაუზი, რაშიდ უოლესი, ვინს კარტერი და ანტუან ჯეიმისონი.

შეგახსენებთ, რომ ჯორდანი 1984 წლის დრაფტზე მე-3 ნომრად იქნა არჩეული და ჩიკაგო ბულსთან ერთად NBA-ს ჩემპიონი 6-ჯერ გახდა. მაიკლი ლიგის ფინალების 6-გზის უძვირფასესი მოთამაშეა (MVP), სეზონის MVP 5-ჯერ იყო, ლიგის “ოლ სტარში” კი 14-ჯერ უთამაშია. ჯორდანმა კარიერა 2003 წელს დაასრულა, როდესაც 40 წლის იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები