Thumbnail
  • თორნიკე შენგელიას ტრანსფერს რუსული ტელევიზია განიხილავს
  • გადაცემაში საქართველოს პრეზიდენტის რეაქცია გააკრიტიკეს

თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ეს საკითხი არც რუსული მედიის ინტერესის მიღმა დარჩა. ბოლო პერიოდში ამ საკითხთან დაკავშირებული რამდენიმე სტატია ვიხილეთ. ამჯერად, შენგელიას ტრანსფერს და საქართველოში ამით გამოწვეულ რეაქციას რუსული "პირველის" ეთერში, კერძოდ, გადაცემაში "დრო გვიჩვენებს" განიხილავდნენ.

📋 მეტი ამ თემაზე

გადაცემის ფორმატი უფრო საზოგადოებრივ საკითხებს უთმობდა ყურადღებას, ვიდრე სპორტს და სტუმრებიც ამ შემთხვევას ამ კუთხით განიხილავდნენ. მათი აზრით, აუცილებელია, სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთს გაემიჯნოს. მათ განსაკუთრებით საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გააკრიტიკეს და აღნიშნეს, რომ "უცნაურია, თუ რატომ გადაწყვიტა პრეზიდენტმა კომენტარი გაეკეთებინა საკითხზე, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს არც საქართველოს უსაფრთხოებასთან, არც ეკონომიკასთან და არც არაფერთან."

თორნიკე შენგელია ესპანურ ბასკონიაში 2014 წელს, NBA-ში, ბრუკლინსა და ჩიკაგოში გატარებული ორწლიანი პერიოდის შემდეგ გადავიდა. ვიტორიულ კლუბში გატარებულ მეექვსე წელს თოკომ ესპანეთის ჩემპიონობა მოიპოვა, რის შემდეგაც მოსკოვის ცსკა-ში გადასვლა გადაწყვიტა. 28 წლის ქართველმა კალათბურთელმა ევროპლიგის მოქმედ ჩემპიონებთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

📋 sova.news-ის ინფორმაციის მიხედვით

კომენტარები

ბოლო ამბები