Thumbnail

ტრაგედია საფრანგეთში - ტოტენჰემის ვარსკვლავის ძმა მოკლეს

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • სერჟ ორიეს ძმას კლუბის წინ ესროლეს
  • კრისტოფ ორიე ფეხბურთს თვითონაც თამაშობდა

ტოტენჰემის მარჯვენა მცველის, სერჟ ორიეს ძმა ტულუზაში (საფრანგეთი), ორშაბათს გამთენიისას დაჭრილი იპოვეს. კრისტოფ ორიე საავადმყოფიში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. საბედისწერო ჭრილობა მას ცეცხლსასროლი იარაღით, მუცელში ჰქონდა მიყენებული. იგი კლუბის წინ დაჭრეს და თავდასხმის მოტივი, სავარაუდოდ, კლუბში მომხდარი დაპირისპირება იყო.

კრისტოფ ორიე ფეხბურთს თავადაც თამაშობდა. 2011 წელს ის ბრენტფორდში იყო სინჯებზე, კარიერის გარკვეული მონაკვეთი ლანსში გაატარა, ბოლოს კი ნახევრადსამოყვარული ტულუზა როდეოში თამაშობდა - საფრანგეთის მეხუთე დივიზიონში.

შემთხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე, ორიემ ტოტენჰემის შემადგენლობაში არსენალის წინააღმდეგ შეხვედრა ჩაატარა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები