Thumbnail

'იმედია, არ სჭირდებოდა' - ფანმა ფსონი მასვიდალზე დადო და ბევრი ფული წააგო

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • უსმანისა და მასვიდალის ბრძოლაზე რეკორდული ფსონი დაიდო
  • გამარჯვებულმა უსმანმა იმედი გამოთქვა, რომ ფსონის ავტორს ეს ფული არ დააკლდება

მასვიდალი-უსმანის ბრძოლა UFC-ის ისტორიაში იმითაც შევიდა, რომ ერთ-ერთმა გულშემატკივარმა რეკორდული ფსონის გაკეთება გადაწყვიტა. მან ლას ვეგასში 200 000 დოლარი დადო ხორხე მასვიდალზე. მისი ფსონი არ გამართლდა. მეტიც: 5 რაუნდის მანძილზე მასვიდალი მოგებასთან ახლოს ერთხელაც კი არ ყოფილა.

უცნაურია თავად ფსონის ავტორის მოტივაცია. უსმანი მოქმედი ჩემპიონია და 2013 წლის შემდეგ მარცხი საერთოდ არ აქვს, ხოლო მასვიდალი ბრძოლას 6 დღით ადრე დათანხმდა და მოსამზადებლად დრო ფაქტობრივად, არ ჰქონია. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, მაიამელი მებრძოლი აუტსაიდერი იყო და მისი გამარჯვება ფსონის ავტორს დაახლოებით 1 მილიონამდე მოგებას მოუტანდა.

📋 მეტი ამ თემაზე:

გამარჯვებულ უსმანს ბრძოლის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მაშინვე ჰკითხეს ფსონის შესახებ. უსმანს ფსონის რაოდენობა ძალიან გაუკვირდა და იმედი გამოთქვა, მისი ავტორისთვის ეს დიდი დანაკარგი არ ყოფილა: "იმედია, მას ეს ფული არ სჭირდებოდა და არაფერში დააკლდება."

უსმანის მომდევნო მეტოქე დაზუსტებით ცნობილი არ არის. მას მოუწევს გილბერტ ბარნსთან დაპირისპირება, რადგან ეს ჩხუბი მხოლოდ ბარნსის კორონავირუსით ინფიცირების გამო გადაიდო. არ არის გამორიცხული, ახლო მომავალში ხორხე მასვიდალთან კიდევ ერთი ბრძოლაც. თავად უსმანმა კი ლეგენდარულ ჟორჟ სენ პიერთან დაპირისპირების სურვილი გამოთქვა.

📺 ვიდეო: კამარუ უსმანი V ხორხე მასვიდალი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები